მჟავია თეიმურაზ

მჟავია თეიმურაზ (დ. 5. I. 1952, სოფ. კონჭკათი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), აფხაზეთის არ-ის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე (2004–09). დაამთავრა სოხუმის სახელმწ. პედ. ინ-ტის ისტ.-ფილოლოგიის ფაკ-ტი (1975). 1975–80 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას; 1980–90 სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა ქარხანა „სოხუმხელსაწყოში“, კინდღის სასათბურე მეურნეობა-კომბინატში, სოხუმის ელექტრონული ტექნიკის ქ-ნაში. 1990–91 იყო საქართვ. პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“); აფხაზეთის არ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1991-იდან); საქართვ. რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ჰუმანიტარულ-სოც. საკითხთა კომისიის წევრი (1990–91); ხელი მოაწერა საქართვ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს (1991 წ. 9 აპრილი).