მჟაუნა

მჟაუნა

მჟაუნა (Rumex acetosa), მრავალწლოვანი ორსახლიანი ბალახოვანი მცენარე მატიტელასებრთა ოჯახისა. . საადრეო მხალეული ბოსტნეულია, მის სამშობლოდ დას. ევროპა ითვლება. საქართველოში იზრდება ბუჩქნარებში, ნატყევარ მდელოებსა და ტყის პირას თითქმის სუბალპ. სარტყლამდე. მისი ფესვი მთავარღერძაა; აქვს 30–100 სმ სიმაღლის სწორი ღერო, მოგრძო ისრისებრი ფოთოლი და მუქი ყავისფერი პრიალა კაკლუჭა ნაყოფი; თესლი წვრილია, მოწითალო-მოყავისფრო, სამწახნაგოვანი. . სიცოცხლის პირველ წელს ივითარებს გრძელ, კიდემთლიანი ფოთლების როზეტს, მომდევნო წლის გაზაფხულის ბოლოს კი გამოაქვს საყვავილე ღერო. მცენარე გაყოფილსქესიანია, უფრო ხშირად – ერთსახლიანი, ჯვარედინმტვერია და ყინვაგამძლე. კარგად იზამთრებს, საქართვ. ყველა რეგიონში ცოცხლობს 8–10 წელს. უმაღლეს მოსავალს იძლევა პირველ 2–3 წელს, შემდეგ თანდათანობით მეჩხერდება. მისი ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპ-რაა 13–180C. მ. კარგად ეგუება მჟავე ნიადაგებსა დაჩრდილულ ადგილებში -ს ფოთლები უფრო ნაზი და წვნიანია. მისი უხვი და ხარისხიანი მოსავალი ნიადაგისა და ჰაერის მაღალი ტენიანობის პირობებში მიიღება. მრავალწლოვანი კულტურის სახით ერთსა და იმავე ადგილზე 3–4 წლის განმავლობაში მოჰყავთ. . შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე უნდა დაითესოს, სექტემბერში ნათესი იმავე წელს მომაგრებული შეხვდება ზამთარს და მომდევნო წლის ადრე გაზაფხულზე იძლევა მოსავალს. თესლი ღივდება 2–30C-ზე სითბოზე და აღმოცენდება 8–14 დღის შემდეგ. დიდ ფართობზე ითესება 45 სმ-იან ან 2–3–5 მწკრივიან ზოლებად. თესლის ჩათესვის სიღრმეა 1,5–2 სმ. ბარში მოსავალს შემოდგომაზე რამდენიმეჯერ იღებენ და აგრძელებენ ზამთარში მაისამდე. ჰა-ზე საშ. მოსავალია 15–20 . მოჰყავთ დახურულ გრუნტშიც.

. კულტურაში ძველთაგანვეა ცნობილი. საჭმელად იყენებენ ნორჩ ფოთოლს, რ-იც შეიცავს 3%-მდე ცილებს, 2,8% ნახშირწყლებს და 1,5% ნაცრის ელემენტებს, რ-თაგან უმეტესია კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალციუმი და რკინა; მდიდარია C (60%) და A (5 მგ%) ვიტამინებით. -ს ფოთლებს მომჟავო გემოს აძლევს მასში მჟაუნის, ვაშლის, ლიმონის, ქარვისა და სალიცილის მჟავების შემცველობა. მისი გამოყენება მხალად ადრე გაზაფხულზე, საყვავილე ღეროების გამოღებამდეა რეკომენდებული. მცენარისგან ამზადებენ მხალეულს, წვნიანებს, ფაფებსა და კონსერვებს. სამკურნალოდ გამოიყენება მისი ფოთოლი, ასევე ფესვი, ღერო და თესლი. აქვს ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი, ჭრილობის შემხორცებელი და სისხლდენის შემაჩერებელი თვისებები, -ის ნახარშს იყენებენ ჩინურ და ტიბეტურ მედიცინაში.

-ს ჯიშებიდან კულტურაშია ბელვილური, ოდესური 17, მაიკოპური 10 და ფართოფოთლიანი.

თ. რობაქიძე

ვ. ჯაფარიძე