„მრავალჟამიერი“

„მრავალჟამიერი“, ხალხური სუფრული სამხმიანი სიმღერა და სასულიერო საგალობელი. სუფრული . ორგვარია – სოფლური და ქალაქური. აგრეთვე განარჩევენ გრძელ და მოკლე -ს. გრძელ „-ს“ ვხვდებით ქართლურ და კახურ სასიმღერო შემოქმედებაში. „“. ფორმის, ფაქტურის, სტრუქტურის დახვეწილობით, მხატვრული გამომსახველობითი საშუალებების სიმდიდრით ქართ. მუს. ფოლკლორის მშვენებაა. ამ სიმღერის ლაღად გაშლილ ჰანგს ამთავრებს 2 ზემოთა ხმა, რ-ებიც გაბმული ბანის ფონზე ერთიმეორეს ხან ენაცვლება, ხან პარალელურად მიჰყვება და ქმნის კონტრაპუნქტულ შეხამებებს. საყურადღებოა მეტრის ცვალებადობა, კილოური გადასვლები, სამოდულაციო ხერხები, რ-თა საშუალებით „“. ყოველი გამეორებისას თითო საფეხურით მაღლდება, ემოციური ზემოქმედება მატულობს და სიმღერა საზეიმო ხასიათს იღებს. „-ის“ პოეტური ტექსტი თემატურად არ არის შეზღუდული, ხშირად მიმართავენ აფორიზმებს. გრძელი სუფრული „“-ის ჟანრს მიეკუთვნება კახური „ჩაკრულო“, „შემოძახილი“, „თამარ ქალო“, „ტურფანი სხედან“, „ჩვენი მასპინძლის სასახლე“ და სხვ. მოკლე „“. კუპლეტური ფორმისაა, არ გააჩნია პოეტური ტექსტი და მიემართება იმას, ვისი სადღეგრძელოც შეისვა: „მრავალჟამიერ ღმერთმან ინებოს თქვენი სიცოცხლე“, ამ სიტყვებს მოსდევს სამადლობელი: „მადლობელი ვარ სადღეგრძელოსთვის“. ტრად. სუფრაზე (ქორწილი, ძეობა, საოჯახო ნადიმი) აუცილებლად ასრულებდნენ სალხინო საგალობლებს, მ. შ. „-ს“. ქორწილში, ნეფე-დედოფლის სადღეგრძელოს მოსდევდა „“. ქალაქური „“ წარმოიშვა XIX ს. ევრ. მუს. და რუს. საეკლ. გალობის ზეგავლენით. ამას ადასტურებს „-ის“ პოპულარული სახელწოდებები „ცეტური“ („ცე დურ“ – C-dur – დო მაჟორი; მომდინარეობს ლათ.-იტალ. მუს. ტერმინებიდან) და „ცერკოვნი“ (რუს. «церковный»). სხვა ქალაქური „-ც“ მსგავს მუს. მასალაზეა აგებული. სას. „“. საზეიმო ხასიათის საგალობელია, სრულდება ეკლესიაში რომელიმე პიროვნების ან მოვლენისადმი მიძღვნილი პარაკლისის დროს. ტექსტი შედგება მხოლოდ ერთი სიტყვისაგან – „მრავალჟამიერ“.

ლიტ.: როსებაშვილი კ., ქუთაისური მრავალჟამიერი, „განთიადი“, 1976, №2; შილაკაძე მ., ქრისტიანული მუსიკალური კულტურა და ქართული საგალობლების შესრულების ხალხური ტრადიცია. კრ.; ქართული საეკლესიო გალობა, თბ., 2001; ჩიჯავაძე ო., ქართული მუსიკალური ფოლკლორის მცირე ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2009.

მ. ჯაფარიძე