მრგვალი ქანდაკება

მრგვალი ქანდაკება. „გიორგი სააკაძე". მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი, არქიტექტორი გ. ჯაფარიძე. ბრინჯაო. 1988, თბილისი.

მრგვალი ქანდაკება, სამგანზომილებიანი მოცულობისა და სივრცეში დამოუკიდებელი პლასტიკური მატერიალური მთლიანობის მქონე ქანდაკება. ბარელიეფისაგან განსხვავებით ფონთან სიბრტყობრივ ერთიანობას არ ქმნის. მ. ქ-ის ძირითადი სახეებია: სტატუა, სკულპტურული ჯგუფი (აზრობრივად და კომპოზიციურად ერთი მხატვრული მთლიანობის მქონე 2 ან რამდენიმე გამოსახულება), ბიუსტი, ტორსი. მ. ქ. გამიზნულია როგორც ერთი, ისე რამდენიმე მხედველობითი კუთხისათვის, აგრეთვე წრიული დათვალიერებისათვის, რ-ის დროსაც ნაწარმოების მხატვრულ-ესთეტ. შინაარსი იხსნება სხვადასხვა ურთიერთშემავსებელ ასპექტში. მ. ქ. საქართველოში დამოუკიდებელ დარგად მხოლოდ XIX ს-იდან განვითარდა.

იხ. აგრეთვე სტატია ქანდაკება.