მრგლოვანი, უძველესი ქართული დამწერლობის აღმნიშვნელი ტერმინი. იგივეა, რაც ასომთავრული. მ-ით, ანუ ასომთავრულით შესრულებული უძველესი ნიმუშებია პალესტინის ქართ. ეპიგრაფიკული ძეგლები (V ს. I ნახ.) და ბოლნისის სიონის წარწერა (V ს. II ნახ.).
ლიტ.: მაჭავარიანი ე., მწიგნობრობაჲ ქართული, თბ., 2015; ჯავახიშვილი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ეხლა, წგ. 3, ნაკვ. I – ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, გამოც. მე-2, თბ., 1949.