მრეწველობა

მრეწველობა, ინდუსტრია, ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო. ფართომასშტაბიანი წარმოების პროცესი, სადაც ტექნოლ. საშუალებებისა და მანქანა-მოწყობილობების გამოყენებით ხდება სათანადო ნედლეულის გარდაქმნა სამომხმარებლო ან საწარმოო დანიშნულების საბოლოო პროდუქტად. ევრ. თანამეგობრობის ეკონ. საქმიანობის სტატისტიკური კლასიფიკაციის (NACE – Nomenclature of Economic Activities) მიხედვით, მისი ძირითადი დარგებია სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება, დამამუშავებელი მრეწველობა და ელექტროენერგიის წარმოება.

-სთან გაიგივებულია ინდუსტრიალიზაციისა და ინდუსტრიული რევოლუციის ცნებები.

-ის ისტორია იწყება უძველესი დროიდან. ინდუსტრიალიზაციამდელ ეპოქაში იგი ეფუძნებოდა ხელოსნურ წარმოებას. ამ ეპოქაში განვითარდა ჭურჭლის, ლითონის დამუშავებისა და ტექსტილის წარმოებისთვის საჭირო იარაღები და ტექნიკა.

ინდუსტრიალიზაცია დაიწყო XVIII ს. ბოლოს დიდ ბრიტანეთში, როცა ხელით წარმოება მანქანურმა შეცვალა (პირველი ინდუსტრიული რევოლუცია). შემდეგ XIX–XX სს-ში განვითარდა მასობრივი წარმოება, ენერგეტიკა და ტრანსპორტი (მეორე ინდუსტრიული რევოლუცია). XX ს-ში დაიწყო ავტომატიზაცია და კომპიუტერიზაცია (მესამე ინდუსტრიული რევოლუცია). XXI ს-ში მიმდინარეობს მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია, რ-იც ეფუძნება ციფრულ ტექნოლოგიებს, ხელოვნურ ინტელექტს და „მწვანე“ ეკონომიკას.

II მსოფლიო ომის შემდეგ, . განსაკუთრებით სწრაფად განვითარდა აშშ-ში, იაპონიასა და დას. ევროპაში. სწრაფად ვითარდება ჩინეთის მრეწველობა.

საქართველოს ინდუსტრია XIX ს. II ნახ-მდე სუსტად იყო განვითარებული, ეკონომიკა ძირითადად აგრარული იყო, უმთავრესად ეფუძნებოდა სოფლის მეურნეობას (მევენახეობასა და მეღვინეობას) და მცირე ხელოსნობას. ეს უკანასკნელი მოიცავდა ტექსტილის, ჭურჭლის, ლითონის წარმოებასა და ხის დამუშავებას. საქართვ. მინერ. რესურსებს, მ. შ. მანგანუმს, სპილენძს, ქვანახშირს და სხვა წიაღისეულს მცირე რაოდენობით მოიპოვებდნენ. XIX ს. II ნახ-ში გამოჩნდა ინდუსტრიალიზაციის ინიციატივები, შეიქმნა ქსოვილების, საპნის, სანთლისა და სხვა საქონლის მწარმოებელი ქ-ნები, რამაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის ინდუსტრიულ განვითარებას.

-ის განვითარება ძირითადად იწყება საბჭ. ეპოქაში (1921–91). ამ პერიოდში გაჩნდა სხვადასხვა ინდუსტრიული სექტორი – სამთომოპოვებითი ., ქიმიკატებისა და ფარმაცევტული პროდუქტების, ტექსტილის წარმოება და სხვ. აშენდა მნიშვნელოვანი საწარმოები – ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური („ზაჰესი“, 1927) მდ. მტკვარზე (ერთ-ერთი პირველი უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური საბჭ. პერიოდში); ჰიდროელექტროსადგური მდ. რიონზე („რიონჰესი“, 1933), ბათუმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა (1929), რ-იც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა როგორც საბჭ. კავშირის, ისე საქართვ. ეკონომიკაში; საქართველოში ასევე ერთ-ერთი უდიდესი ტექსტილის საწარმო იყო თბილ. აბრეშუმის კომბინატი (1935) და სხვ.

XX ს. 30-იან წლებში საქართველოში -ის პოტენციალის გასაძლიერებლად დაიწყო მძიმე ინდუსტრიის, კერძოდ, სამთომოპოვებითი და მეტალ. -ის განვითარება. ამ მიზნით აშენდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა (1933). განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულება იყო მანქანათმშენებლობისა და ლითონდასამუშავებელი სექტორები. მათი განვითარება დაეფუძნა ლითონდასამუშავებელი მრეწველობის სტრუქტურის ძირეულ ცვლილებას, რაც განხორციელდა კიდეც ძვ. ტექ. საშუალებების ახლით ჩანაცვლების გზით. საგრძნობლად გაიზარდა -ის სექტორში კაპიტ. დაბანდებები. ამის შედეგად ძალიან სწრაფი ტემპით განვითარდა მანქანათმშენებლობის (იხ. მანქანებისა და მოწყობილობების წარმოება) დარგი. II მსოფლიო ომის პერიოდში აშენდა თბილ. საავიაციო (1941, იხ. „თბილავიამშენი“), ქუთაისის საავტომობილო (1945), სოხუმის ქიმიური (1945), რუსთავის მეტალურგიული (1947) ქ-ნები. მნიშვნელოვანი იყო ელექტროტექნიკური მრეწველობის საწარმოების მშენებლობაც. XIX ს. 40-იანი წლების ბოლოს ექსპლუატაციაში შევიდა ხრამის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი, ფუნქციონირება დაიწყო ენგურის ჰიდროელექტროსადგურმა (1978, იხ. „ენგურჰესი“) და ვარდნილჰესმა (1971, იხ. „ვარდნილჰესების კასკადი“).

სამრეწველო პროდუქცია ომამდელ და ომის შემდგომ პერიოდში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, არ გამოირჩეოდა დიდი კონკურენტუნარიანობით. საქართვ. მრეწველობა მეტწილად ეფუძნებოდა შედარებით მოძველებულ ტექ. საშუალებებს. იგი ინტეგრირებული იყო სსრ კავშირის ეკონ. სტრუქტურაში და პროდუქცია ძირითადად საბჭ. რესპუბლიკებში გადიოდა.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ცენტრალურად დაგეგმილი ეკონომიკიდან ბაზარზე ორიენტირებულ ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდი (1991–2003) ხასიათდებოდა ეკონ. არასტაბილურობითა და სამრეწვ. წარმოების შემცირებით. დამოუკიდებლობის მოპოვების საწყის ეტაპზე მრეწვ. წილი შემცირდა და მოსახლ. ძირითადად დასაქმდა ვაჭრობისა და სას.-სამ. სექტორის მცირე ბიზნესში.

XXI ს. დასაწყისში საქართველოში გატარდა ეკონ. რეფორმები, რ-ებიც მიზნად ისახავდა ლიბერალიზაციასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. ამ პერიოდში განვითარდა ენერგეტიკა, ტურიზმი და დამამუშავებელი ., აშენდა საწარმოები, რ-ებიც ხელს უწყობენ ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიკაციასა და განვითარებას, მ. შ. კვების პროდუქტების, სასმელების, მედიკამენტებისა და სხვა ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების სფეროში.

საქართველოს მშპ-ში -ის (სამთომოპოვებითი, დამამუშავებელი . და ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება) წილი შეადგენს 11,7%-ს (2025). დამამუშავებელ -ში შექმნილი დამატებული ღირებულება 1996–2025 წლებში მზარდი ტენდენციით ხასიათდება. მისი წილი -ში შექმნილ დამატებულ ღირებულებაში შეადგენს 65,3%-ს, აქედან კვების პროდუქტებისა და სასმელის წარმოების წილი – 29,6%-ს, ლითონებისა და არალითინური მინერ. პროდუქტებისა – 13,3,%; ქიმიკატებისა და ქიმიური პროდუქტების – 3,5%-ს. -ის მიერ გამოშვებულ დამატებულ ღირებულებაში სამთომოპოვებით -ს უჭირავს 7%, ხოლო ელექტროენერგიის, აირის ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდებას – 23,0% (2024).

საქართველოში თანამედროვე . გამოირჩევა მდგრადი განვითარებით და ნეოეკონომიკისათვის დამახასიათებელი ტენდენციებით – წარმოებაში ინერგება ციფრული ტექნოლოგიები, ამასთან ერთად ვითარდება წარმოების ავტომატიზაცია, იზრდება განახლებადი ენერგიის, ნანოტექნოლოგიისა (იხ. ნანოეკონომიკა) და ბიოტექნოლოგიის გამოყენება.

ლიტ.: კოჭლავაშვილი ა., მანქანათმშენებლობის ისტორია საბჭოთა საქართველოში (1921–1932 წწ.), თბ., 1966; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 7, თბ., 1976. საქართველოს სსრ ინდუსტრიალიზაციის ისტორია (1926–1946 წწ.), თბ., 1968; Dean Ph., The First Industrial Revolution. Cambridge, 1979; Mokyr J., Strotz R., The Second Industrial Revolution 1870–1914, Evanston (Illinois), 1999.

გ. სანაძე