მრუდე ტბა

მრუდე ტბა, ტბა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სამსრის ქედზე. ზ. დ. 2545 . ზედაპირის სარკის ფართობია 0.26 კმ2, უდიდესი სიღრმე – 6.9 . საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალუხვია მაის-ივნისში, მწყალმცირე – ზამთარში. გამდინარეა მიწისქვეშა გზით. ნოემბრიდან მაისამდე ტბა ყინულით იფარება. სუსტად მინერალიზებული ტბის წყალი სუფთაა და სასმელად ვარგისი.