მსახურთუხუცესი

მსახურთუხუცესი, მეფეთა და მსხვილ ფეოდალთა სასახლეებში მყოფ მსახურთა (მოურავი, მანდატური, ქეშიკი, მეციხოვნე და სხვ.) უფროსი. . განაგებდა მეფის სასახლის დაწესებულებებს: საწოლს (იგულისხმება საწოლი ოთახი და ის ოთახი, რ-შიც „უკაზმავი“ მეფე იმყოფებოდა), სალაროსა და საფარეშოს, ასევე მეფის დომენის ლაშქარს, სამეფო ციხე-ქალაქთა გარნიზონებს.

-ის დანიშნულება იყო მეფის პირადი სამსახური, დაცვა და სახელმწიფო საქმეების მოხსენება; სამხედრო სფეროში -ს დაკისრებული ჰქონდა მეფის „ტაძრეული სპის“ (მეფის კარის რაზმი) სარდლობა.

წყაროებში -ის თანამდებობა XII ს. ბოლოდან მოიხსენიება. სამეფო კარზე -ის აღზევება თამარის მეფობის დროს დაიწყო, რუსუდანის მეფობის დროს კი . სავაზიროში შეიყვანეს. პირველი . ცნობილია „უგვარო“ აფრიდონის სახელით. თამარის პირველი ისტორიკოსი მას გიორგი III-ის მიერ „უგვაროდ“ და „აზნაურობის ყმობიდან“ „კაცქმნილს“, -ის „ხელის მფლობელობამდე ამაღლებულს“ უწოდებს.

სავაზიროში შეყვანის შემდგომ -ს მეჭურჭლეთუხუცესის სწორი პატივი ჰქონდა და მასთან ერთად „ორთა ვაზირთა“ შემადგენლობაში შედიოდა. „ჴელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, დარბაზობისას მისი მიწვევა მესაწოლეთუხუცესს ევალებოდა; მეფედ კურთხევისას იგი დედოფლის, კათალიკოსისა და ჭყონდიდლის შემდგომ სავაზიროს წევრთაგან რიგით უკანასკნელი სცემდა თაყვანს მეფეს. . მოლარეთუხუცესთან ერთად მონაწილეობდა მეფის შემოსვა-შეკაზმვაში. ვაზირობის დროს იგი მეჭურჭლეთუხუცესის გვერდით იჯდა, პურობაზე კი – საწოლის მწიგნობრის გვერდით.

გვიან შუა საუკუნეებში -ის ფუნქციები ყორჩიბაშმა შეითავსა.

წყარო: ანთელავა ი., საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა XI–XIII საუკუნეებში, თბ., 1983; ჯავახიშვილი ივ.,  ქართული სამართლის ისტორია თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 7, თბ., 1984.

ი. უჯმაჯურიძე