მსაჯული

მსაჯული, იგივე მოსამართლე, ბჭე. ქართლ-კახეთის სამეფოში XVIII ს. II ნახ-იდან -ს უფრო ხშირად მდივნად, ზოგჯერ მოსამართლედ მოიხსენიებდნენ. ამას ადასტურებს იასე ბარათაშვილის ანდერძი: „ზოგი მდივანბეგს მეძახდა, ზოგი მსაჯულს.“ ასევე მ-ად მოიხსენიებოდა სოლომნ ლიონიძეც. XVIII ს. 80-იანი წლებიდან 1801-მდე იგი არის ქართლ-კახეთის სამეფოს კარის მ. მ. შედიოდა მდივანბეგის სასამართლოს სამი წევრისაგან შემდგარ კოლეგიაში.

რუსეთის იმპერიის ბატონობის პერიოდში საქართველოში დაინერგა მომრიგებელი მოსამართლის რუსული მოდელი, პირველი რესპუბლიკის დროს კი, 1919 წ. 17 იანვარს, მთავრობამ მიიღო კანონი „ნაფიც-მსაჯულთა სასამართლოს შემოღებისა“. საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში ნაფიცი მ. შეცვალა სახალხო მ-მ.

სასამართლოს შესახებ №1 დეკრეტის თანახმად, ადგილობრივ სასამართლოში საქმე იხილებოდა №2, ხოლო რევოლუციურ ტრიბუნალში – 6 სახალხო -ის მონაწილეობით. №2 დეკრეტმა დაადგინა სისხლის სამართლის საქმეთა განხილვა 1 მუდმივი მოსამართლისა და 12 სახალხო -ის შემადგენლობით, ხოლო სამოქალაქო საქმეებისა – 3 მუდმივი მოსამართლისა და 4 სახალხო მ-ის შემადგენლობით. სასამართლოს შესახებ 1922 წ. 11 ნოემბრის დებულებით პირველი ინსტანციით საქმეს იხილავდა მოსამართლე და 2 სახალხო . იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სახალხო . ითვლებოდა სრულუფლებიან მოსამართლედ და მართლმსაჯულების განხორციელებისას სარგებლობდა მოსამართლის ყველა უფლებით, თუმცა მისთვის მოსამართლეობა არ წარმოადგენდა ძირითად სამსახურებრივ საქმიანობას. იგი დროებითი მოსამართლე იყო და სასამართლოში წელიწადში ერთხელ იწვევდნენ ორი კვირის ვადით. ზემდგომი სასამართლოს მოსამართლის მოვალეობის შესრულება სახალხო -ისთვის დაუშვებელი იყო. კოლეგიაში, რ-საც მოსამართლე – კოლეგიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა, ყველა საკითხი ხმათა უმრავლესობით წყდებოდა.

თანამედროვე საქართველოში ნაფიც -თა სასამართლო შემოღებულ იქნა 2010 წ. ოქტომბრიდან.

ლიტ.: ბეჟაშვილი თ., ნაფიც მსაჯულთა სასამართლო – წარმოშობისა და განვითარების მოკლე ისტორია, თბ., 2012; კეკელია მ., სასამართლო ორგანიზაცია და პროცესი საქართველოში რუსეთთან შეერთების წინ, წგ. 1, თბ. 1970; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული, 1918–1921, თბ., 1990; შუშანაშვილი ა., სახალხო მსაჯულის წიგნი, თბ., 1985.

ი. უჯმაჯურიძე