ეკის განძი

ეკის განძი – სოფ. ეკში (სენაკის მუნიციპალიტეტი) 1971 აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი (907 ც.). მასში შედის პართიის მეფე ოროდე I-ის დრაქმა და რომის იმპერატორების – ნერვას, ტრაიანეს, ადრიანეს, ანტონინუს პიუსის, ლუციუს ვერუსის, კომოდუსის, პერტინაქსის, ნიგერიუსის, სეპტიმიუს სევერუსის, იულია დომნას, კარაკალას, გეტას, ელა გაბალუსისა და ალექსანდრე სევერუსის სახელით მოჭრილი დიდრაქმები და დენარები. ე. გ-ის 774 მონეტა მოჭრილია კესარიის ზარაფხანაში, 131 ც. კი – რომისა და რომის იმპერიის აღმ. პროვინციების ზარაფხანებში, გარდა ამისა არის 1 პართული დრაქმა და 1 კესარიული დრაქმის მინაბაძი. ე. გ-ის ყველაზე გვიანდ. მონეტა თარიღდება 222 წლით.

ლიტ .: დ უ ნ დ უ ა  გ., საქართველოს სამონეტო განძები (რომაული ხანის მონეტები სოფ. ეკიდან და სეფიეთიდან), თბ., 1979; დ უ ნ დ უ ა გ., წ ი რ ღ ვ ა ვ ა  ვ., ეკის განძი, «ძეგლის მეგობარი», 1971, N27–28; Д у н д у а  Г. Ф., Клад римских монет I–III вв. из с. Эки, «Краткие сообщения Ин-та археологии АН СССР», 1977, №151.

გ. დუნდუა

{| class="wikitable" |

center|120px|

|

center|120px|

|} ადრიანეს დიდრაქმა. ვერცხლი. II ს. ზემოთ – შუბლი,

ქვემოთ – ზურგი. ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი.

თბილისი

{| class="wikitable" |

center|120px|

|

center|120px|

|} სეპტიმუს სევერუსის დენარი. ვერცხლი. II–III სს.

ზემოთ – შუბლი, ქვემოთ – ზურგი. ს. ჯანაშიას სახელობის

საქართველოს მუზეუმი.

თბილისი.