მსხალგორის ქედი

მსხალგორის ქედი, ქედი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის სამხრ. განშტოება. გადაჭიმულია ჩრდ. აღმ-იდან სამხრ.-დას-კენ და წარმოადგენს მდ-ების – ბაისუბნისა და კაბალის (ალაზნის მარცხ. შენაკადები) წყალგამყოფს. აგებულია იურული კირქვებით, მერგელებით, თიხებით. მისი ყველაზე მაღალი წერტილის სიმაღლეა ზ. დ. 2204 . ქედი წარმოადგენს ლაგოდეხის ნაკრძალის დას. საზღვარს. მისი კალთები შემოსილია მდიდარი და მრავალფეროვანი ტყით.