მსხვერპლშეწირვა

მსხვერპლშეწირვა (ძვ. ქართულში ზორვა, კმევა, მსხვერპლი), კულტმსახურების ფორმა, შესაწირის მირთმევა ღვთაების, გაღვთაებრივებული საგნების, სულებისადმი, მათი გულის მოგების, კეთილგანწყობის ან ჩადენილ ცოდვათა მიტევების მიზნით. . რელიგიის ყველა ძველი ფორმისთვის იყო დამახასიათებელი. უძველესი დროიდან არსებობდა -ის ორი ფორმა: სისხლიანი (ცხოველის, ზოგჯერ ადამიანის) და უსისხლო (პირველი მოსავლის მირთმევა და სხვ.), რ-ებიც ბიბლიაშიც დასტურდება: კაენმა მიწის ნაყოფი შესწირა უფალს, აბელმა კი – კრავი. ახალ აღთქმაში ქრისტიანობამ გააუქმა იგი, რადგან ჭეშმარიტი მსხვერპლი კაცობრიობის ხსნისათვის მაცხოვარმა გაიღო. ქრისტიანულ უსისხლო -ს ლიტურგია წარმოადგენს. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ . საქართველოში, ისევე როგორც მთლიანად საქრისტიანო სამყაროში, უსისხლო, ქრისტესმიერი მსხვერპლით შეიცვალა, თუმცა სამსხვერპლო ცხოველის (ცხვრის, კურატის, მამლის) დაკვლა ჩვენში დღემდეა შემორჩენილი „გაქრისტიანებული“ სახით, განსაკუთრებით მთაში.

ზ. ეკალაძე