მსხვილიძე ზურაბ ვასილის ძე (1. X. 1944, სოფ. დიმი, ბაღდათის მუნიციპალიტეტი), პოლიციის გენერალ-მაიორი (2005); 1962 დაამთავრა ქუთაისის საავტომობილო ტექნიკუმი, 1982 – შსს მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლა. 1974–83 მუშაობდა აჭარის შსს ოპერატიულ სამსახურში ინსპექტორად, უფროს ინსპექტორად, განყ-ბის უფროსად; 1986–90 – სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის უფროსად; 1991–92 – მილიციის რაიგანყ-ბის უფროსად; 1994–95 – განსაკუთრებულ საქმეთა უფროს ინსპექტორად; 1995–99– კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული დაზვერვის მთ. სამმართველოს უფროსად. 1999–2003 იყო საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, 2003–04 – იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტის თავ-რე. 2000 მიენიჭა იუსტიციის გენ.-მაიორის წოდება. 2004–08 მუშაობდა შსს დაცვის დეპარტამენტის თავ-რის მოადგილედ. მიღებული აქვს სსრკ შსს დამს. მუშაკის წოდება (1984) და მედალი „მხედრული მამაცობისათვის“ (1997).
მ. გოგიტიძე