„მტკვარი ენერჯი“ (შპს), თბოელექტროსადგური გარდაბანში. ექსპლუატაციაში შევიდა 1989. საპროექტო სიმძლავრეა 300 მეგვტ. ამ ნიშნით იგი ყველაზე მძლავრი თბოსადგურია საქართველოში. მესაკუთრე – შპს „ჯიაიჯი ენერჯი“. თბოელექტროსადგური მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნისათვის ელექტროენერგიის მიწოდებაში. 2018 მან გამოიმუშავა 620,1 მლნ. კვტ.სთ, რ-იც ქვეყნის საერთო გამომუშავების 5,1%-ს, ხოლო თბოსადგურების ჯამური გამომუშავების 36,5%-ს შეადგენდა. ცალკეული წლების მიხედვით „მ. ე-ს“ გამომუშავება უდრიდა (მლნ. კვტ.სთ): 2010 წ. – 570,5; 2015 წ. – 1212,0; 2016 წ. – 816,8; 2017 წ. – 743,2; 2018 წ. – 620,1; 2019 წ. – 889,7; 2020 წ. – 355,3; 2021 წ. – 278,5; 2022 წ. – 770,9; 2023 წ. – 602,0; 2024 წ. – 184,2; 2025 წ. – 603,18, რაც ქვეყნის საერთო გამომუშავების 4,4 %-ს, ხოლო თბოსადგურების ჯამური გამომუშავების 21,8 %-ს შეადგენდა.
დ. ჩომახიძე