მუნჩაევი რაუფ მაგომედის ძე

მუნჩაევი რაუფ მაგომედის ძე (23. IX. 1928, ზაქათალა, აზერბ. რესპ., – 4. VII. 2021, მოსკოვი), არქეოლოგი. რუს. მეცნ. აკად. წ.-კორ. (2000), ისტ. მეცნ. დოქტორი (1971; მიენიჭა თბილისში), პროფესორი (1986), რუსეთის მეცნ. აკად. პრეზიდენტის მრჩეველი (2003-იდან), ამავე აკადემიის არქეოლ. ინ-ტის სადისერტაციო საბჭოს თავ-რე, კავკასიის არქეოლ. შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელი (2009-იდან). . ცნობილია, როგორც კავკასიის ნეოლითის, ენეოლითისა და ადრე ბრინჯაოს ხანის, მ. შ. დოლმენური კულტურის მკვლევარი; კომპლექსური არქეოლ. ექსპედიციების ორგანიზატორი და ხელმძღვანელი ახლო აღმოსავლეთში (ერაყი და სირია), სტავროპოლის ტერიტორიაზე, ბულგარეთსა და ავღანეთში, ჩრდ. კავკასიაში (1969–84). იკვლევდა წინაშუმერული ხანის III ათასწლ. ნამოსახლარებს. -მა დიდი ამაგი დასდო კავკასიის, კერძოდ, საქართვ. და საერთოდ ახლო აღმოსავლეთის უძველესი კულტურის შესწავლას. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის, მ. შ. მონოგრაფიების ავტორი.

თხზ.: Кавказ в эпоху энеолита и ранней бронзы, Тб., 1971; Кавказ на заре бронзового века, М., 1975; Энеолит Кавказа., Археология СССР: Энеолит, М., 1982; Куро-аракская культура. Майкопская культура., Археология: Эпоха бронзы Кавказа и Средней Азии. Ранняя и средняя бронза Кавказа, М., 1994.

ო. ჯაფარიძე