მუნჯიშვილი გივი გრიგოლის ძე

მუნჯიშვილი გივი გრიგოლის ძე (დ. 30. IX. 1937, თელავი), ქორმაისტერი, პედაგოგი, კომპოზიტორი, საზოგადო მოღვაწე. 1957 დაამთავრა თბილ. სამუსიკო სკოლა – „ნიჭიერთა ათწლედი“ საგუნდო-სადირიჟორო განხრით (პედ. გ. ხახანაშვილი), 1962 – თბილ. სახელწ. კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკ-ტი (პედ. ვ. ფალიაშვილი). 1963–2014 იყო თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის პედაგოგი (გუნდის დირიჟორობა), პროფესორი (1982), ემერიტუსი (2013), კონსულტანტი (2014-იდან); 1970–75 – თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის მთ. ქორმაისტერი და დირიჟორი; 1975–2010 – საქართვ. სახელმწ. კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთ. დირიჟორი (2010-იდან კონსულტანტი). 1986–88 მუშაობდა ქ. ულან-ბატორის (მონღ.) საოპერო თეატრში კონსულტანტად, მთ. ქორმაისტერად და დირიჟორად. 1966 საქართველოში დააარსა ბავშვთა პირველი აკად. გუნდი, 2000 – ახალგაზრდული კამერული გუნდი. -მა მიაკვლია ჩეხი მუსიკოსის, ი. რატილის საფლავს (მისი ინიციატივით გადასვენებულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში). . მართავს და უძღვება საგანმან. საღამო-კონცერტებს. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართ. და ევროპელი კომპოზიტორების ოპერებს, გუნდებს, კანტატებს, ორატორიებს, ვოკალურ-ინსტრუმენტულ ნაწარმოებებს. -ის დირიჟორობით არის გაფორმებული მუს. ფილმი „არსენას ლექსი“. მისთვის დამახასიათებელია დახვეწილი, ზუსტი, სახიერი სადირიჟორო ტექნიკა, ნაწარმოებში ღრმად წვდომის უნარი, ინტონაციური სიზუსტე, არტისტიზმი. -ს სახელს უკავშირდება ქართვ. და უცხოელ კომპოზიტორთა ნაწარმოებების პირველი შესრულება საქართველოში. დიდი წვლილი შეიტანა ქართ. საგუნდო მუსიკის პოპულარიზაციისა და ქორმაისტერების აღზრდის საქმეში.

-ს მიღებული აქვს საპატიო ნიშნის (1982) და ღირსების (1997) ორდენები, თბილ. საერთაშ. ფესტივალის სიგელი (2017; „საგუნდო მუსიკაში შეტანილი წვლილისათვის“); ხელოვნების ქურუმის წოდება (2017). -ის ვარსკვლავი გაიხსნა თელავის სახელმწ. დრამ. თეატრის წინ (2022).

ლიტ.: გივი მუნჯიშვილი, შტრიხები პორტრეტისათვის, თბ., 2009; მოისწრაფიშვილი ნ., გ. მუნჯიშვილი – 70, „მუსიკა“, 2007; პროფესიაში გამორჩეულნი, ტ. 2, თბ., 2012.

მ. ჯაფარიძე