ლაბარტყავა გულთაზ ევგენის ძე

გ. ლაბარტყავა

ლაბარტყავა გულთაზ ევგენის ძე (დ. 12. V. 1938, ქ. ფოთი), ეკონომისტი, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1971), საქართვ. დამს. ეკონომისტი (1982). 1962 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკის ფაკ-ტი ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით. 30 წელი მოღვაწეობდა საბანკო სისტემაში: იყო თბილ. მშენებლობის ბანკის მმართველი (1971-87), საქართველოს ,,ბინ­სოც­ბანკის“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე (1991-92),  საქართველოს იპოთეკური ბანკის გამგეობის თავ-რე (1991).  

თითქმის 50 წლის განმავლობაში ეწეოდა პედ. მოღვაწეობას.  იყო გ. რობაქიძის სახ. უნ-ტის პროფესორი (2005−10); საქართვ. ეკონომიკისა და სამართლის სასწ. უნ-ტის პროფესორი, ბიზნესის მიმართულების პროგრამის ხელმძღვანელი და  ფაკ-ტის დეკანი  (2007−10); თბილ. პოლიტიკური აკადემიისა  (2008−09) და საქართვ.  სახალხო მეურნეობის მართვის ინ-ტის  (1982−86)  პროფესორი. 1993−95  მუშაობდა საქართვ.  მრეწველობის მინისტრის მოადგილედ, 1996−98 −  სს,,აგროინვესტის“ გენერალური დირექტორის მოადგილედ. 2008-იდან არის საქართვ.  ბიზნესის მეცნ.  აკადემიის  ნამდვილი წევრი, 2024-იდან კი  − საქართვ.  მწერალთა კავშირის წევრი.

   არის სამეცნ. ნაშრომების, პუბლიცისტური წერილებისა და ლექსთა კრებულების („ნატვრა“,  2019;  „ნანატრი ანგელოზები“, 2024) ავტორი.  საქართვ. „როტარი“ კლუბის,  საქართვ. მეწარმეთა და მოიჯარეთა კავშირის  პრეზიდიუმისა  (1993-იდან) და საზ-ბა „კოლხეთის“ (2010-იდან)  წევრი, აგრეთვე ბიზნესის მეცნ.  აკად. ჟურნალ ,,მოამბის“ რედკოლეგიის წევრი (2015-იდან).

   მიღებული აქვს ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება (2017).