ენდელაძე თენგიზ გრიგოლის ძე

ენდელაძე თენგიზ გრიგოლის ძე (დ. 30. IX. 1954, ქუთაისი), გენერალ-მაიორი (2000). ისტ. მეცნიერებათა დოქტორი (2004). 1973–75 მსახურობდა საბჭ. არმიაში. 1979 დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი. 1982-იდან, სსრკ უშიშროების კომიტეტის მინსკის უმაღლესი კურსების დამთავრების შემდეგ, 1994-მდე მსახურობდა საქართველოს სახელმწ. უშიშროების ორგანოებში, 1994–97 – სახელმწ. დაცვის სპეც. სამსახურში. 1997– 99 იყო საქართველოს სახელმწ. უშიშროების სამინისტროს სამმართველოს უფროსი, 1999–2003 – საქართველოს სახელმწ. უშიშროების სამინისტროს აკადემიის რექტორი, 2003-იდან 2004-მდე პრორექტორი. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების საპატიო თანამშრომელი (1996). 2004-იდან თადარიგშია. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ლ. დოლიძე