ენათმეცნიერება, მეცნიერება ენის რაობის, მისი ფუნქციებისა და აგებულების, ენის განვითარებისა და წარმოშობის შესახებ. შეიქმნა XIX ს. I მეოთხედში შედარებითი და ისტ. გრამატიკის საფუძველზე. ენათა შეგნებული შესწავლა, საზოგადოდ, დაკავშირებულია დამწერლობის შექმნასთან. ამიტომ ე-ის წარმოშობის წყაროებს მივყავართ ინდოეთთან (პანინი, ძვ. წ. V– IV სს.), საბერძნეთსა და რომთან. ქართ. ე-ის კვლევის მთავარი ობიექტია ქართული ენა; აღწერითი და ისტ. თვალსაზრისით შეისწავლება როგორც ძვ., ისე ახ. ქართული დიალექტებითურთ. ქართ. ენის ყოველმხრივი შესწავლის საჭიროებამ მოითხოვა მისი კვლევა მონათესავე ქართველურ და მთის იბერიულ-კავკ. ენებთან კავშირში. ამან კი საფუძველი ჩაუყარა იბერიულ-კავკასიურ ენათმეცნიერებას, რ-იც, თავის მხრივ, საყურადღებო მასალას იძლევა განზოგადებისათვის, ენისა და ე-ის თეორ. საკითხთა დასამუშავებლად. ჩვენს დრომდე დაცული მასალების მიხედვით, ქ ა რ თ უ ლ ი ს შ ე ს წ ა ვ ლ ა X ს-იდან დაიწყო (ათონის სკოლა, ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი და სხვ.). შემდგომ, მონღოლთა და თურქ-სპარსთა შემოსევების შედეგად, მეცნ. აზრის განვითარება შეწყდა. XVII ს-ში ქართ. ენის გრამატ. კვლევა განახლდა იტალ. კათოლიკე მისიონერების ინიციატივით. რომში 1629 „ქართულ-იტალიური ლექსიკონი" შეადგინა და გამოსცა ს. პაოლინიმ, რ-საც დახმარებას უწევდა ნიკიფორე ირბაქი (ნ. ჩოლოყაშვილი). რომშივე გამოიცა ფ.-მ. მაჯოს მიერ ლათ. ენაზე შედგენილი ქართ. სასაუბრო ენის გრამატიკა [(I გამოც. – 1643, II – 1670), ს. პაოლინის ლექსიკონი და ფ.-მ. მაჯოს გრამატიკა 1983 დაიბეჭდა თბილისში: არნ. ჩიქობავა, ჯ. ვათეიშვილი, „პირველი ქართული ნაბეჭდი გამოცემები"]. 1685–1716 ს.-ს. ორბელიანმა შეადგინა ქართ. ენის პირველი ვრცელი განმარტებითი ლექსიკონი, რ-იც დღესაც ინარჩუნებს მნიშვნელობას. იგი შეიცავს ძვირფას მასალას ქართ. კულტურის ისტორიის თვალსაზრისითაც. ქართ. ენის ძვ. გრამატიკები ბერძნ.- ლათ. ფილოლ. გრამატიკის სისტემას ემყარებოდა. მათგან უძველესია ზ. შანშოვანის „მოკლე გრამატიკა ქართულისა ენისა" (დაიწერა 1737, გამოიცა 1881). ანტონ I-მა შეადგინა ორი გრამატიკა: პირველი (1753) – მხითარ სებასტიელის სომხ. გრამატიკის მიხედვით, მეორე – უფრო დამოუკიდებელი და ორიგინალური (1767). ეს უკანასკნელი არის სამწერლობო ქართულის ფილოლ. გრამატიკა, რ-შიც ასახულია ქართ. ენის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი მორფოლ. და სინტაქსური თავისებურებანი. ანტონ I-ის გრამატიკა დაედო საფუძვლად გრამატიკის სახელმძღვანელოებს XVIII ს. II ნახ. და XIX ს. I ნახევარში. განსაკუთრებით ითქმის ეს გაიოზ რექტორის (1796–1800), დავით ბატონიშვილისა (1790) და ეპისკოპოს ვარლამის მიერ შედგენილ (1802, რუს. ენაზე) გრამატ. სახელმძღვანელოებზე. ანტონისავე გრამატიკას ემყარება ი. ქართველიშვილის გრამატიკა (1809), გ. ფირალიშვილის თვითმასწავლებელი (1820), იოანე ბატონიშვილის გრამატიკა (1829), ს. დოდაშვილის „შემოკლებული ქართული ღრამმატიკა" (1830), პ. იოსელიანის „პირველდაწყებითნი კანონნი ქართულისა ღრამმატიკისა" (1840). ცოცხალი სასაუბრო ქართულია წინ წამოწეული დ. ჩუბინაშვილის მოკლე ქართ. გრამატიკაში (1855, რუს. ენაზე). ქართ. გრამატიკები, დ. ჩუბინაშვილის გრამატიკის ჩათვლით, მეტწილად რუს. სასკოლო სახელმძღვანელოების სქემას ემყარება. ქართ. სასკოლო გრამატიკებიდან ყველაზე გავრცელებული იყო ა. ქუთათელაძის „პირველდაწყებითი ქართული გრამატიკა" (1888– 1907, გამოიცა ოთხჯერ) და ს. თ .ხუნდაძის „ქართული გრამატიკა" (1904–20, გამოიცა შვიდჯერ), ანტონ I-ის, დ. ყიფიანის „ხალი ქართული გრამმატიკა" (1882). ს. დოდაშვილის, ი. ქართველიშვილისა და იოანე ბატონიშვილის გრამატიკები ფასეულ დაკვირვებას შეიცავს ბრუნების, მეტადრე ზმნის ორპირიანობის, შესახებ. თ. ჟორდანია „ქართულ გრამატიკაში" (1889) ცდილობს, ისტორიულად ახსნას ზოგიერთი მოვლენა. ქართველურ ენათა მონაცემებს იყენებს მ. ჯანაშვილი და, ამრიგად, მისი „ქართული გრამატიკა" (1906) შეპირისპირებითი ანალიზის ელემენტებს შეიცავს. XIX ს-ში რამდენიმე ლექსიკონი შეიქმნა: ნ. დ. ჩუბინაშვილმა შეადგინა ქართულ-რუსული და რუსულ-ქართული ლექსიკონები (1812–1825); დ. ჩუბინაშვილმა, რ-იც პეტერბ. უნ-ტში მოღვაწეობდა, ფართოდ გამოიყენა თავისი ბიძის (ნ. დ. ჩუბინაშვილი) ლექსიკონი და შეადგინა ქართ.-რუს. ლექსიკონი, რ-ის პირველი გამოცემა (1840) მ. ბროსემ შეავსო ფრანგ. შესატყვისებით. დ. ჩუბინაშვილმა გამოაქვეყნა აგრეთვე რუს.-ქართ. ლექსიკონი (1846). საყურადღებოა რ. ერისთავის „მოკლე ქართულ-რუსულ-ლათინური ლექსიკონი: მცენარეთა, ცხოველთა და ლითონთა სამეფოებიდან" (1884). XIX ს. 70-იან წლებში პეტერბურგში საფუძველი ჩაეყარა ქართ. ენის მეცნ. შესწავლას. ა. ცაგარელმა ხელი მოჰკიდა ქართველურ ენათა ისტ.-შედარებით კვლევას. მან რუს. ენაზე გამოაქვეყნა ნაშრომები: „კავკასიურ ენათა იბერიული ჯგუფის მორფოლოგიის შედარებითი მიმოხილვა" (1872), „ქართული ენის საგრამატიკო ლიტერატურის შესახებ" (1873) და სხვ. ქართ. და ქართველური ენების მეცნ. კვლევა განახლდა პეტერბურგში XX ს. დასაწყისში, როდესაც გამოქვეყნდა ნ. მარის „ძველი ქართული ენის გრამატიკის ძირითადი ტაბულები" (1908), მისივე „ძველი სალიტერატურო ქართული ენის გრამატიკა" (1925) და „ჭანურის გრამატიკა" (1910), აგრეთვე, ი. ა. ყიფშიძის „მეგრულის გრამატიკა" (1914) და სხვ. შრომები. საქართველოში საენათმეცნიერო მუშაობა გაიშალა თსუ-ის დაარსების (1918) შემდეგ. უნივერსიტეტში დაცული პირველი დისერტაცია შეეხებოდა ქართ. ენის მორფოლ. რთულ საკითხს: „სუბიექტური პრეფიქსი მეორე პირისა და ობიექტური პრეფიქსი მესამე პირისა ზმნებში" (ა. შანიძე, 1920). ქართ. ენის ისტ. კვლევისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ივ. ჯავახიშვილის მიერ ხანმეტი ძეგლების აღმოჩენასა და გამოქვეყნებას (1923). XX ს. 20-იან წლებში საქართველოში ე-ის განვითარებას სათავეში ჩაუდგნენ რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში აღზრდილი თსუ-ის დამაარსებლები: ივ. ჯავახიშვილი, ი. ა. ყიფშიძე, ა. შანიძე, გ. ახვლედიანი, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ მათთან ერთად იღვწოდნენ თსუ-ის I გამოშვების კურსდამთავრებულნი – არნ. ჩიქობავა, ს. ჯანაშია, ვ. თოფურია. ქართ. ენის ფონეტიკის მეცნ. კვლევის ერთ-ერთი პირველი ნიმუშია ი. ა. ყიფშიძის „ასიმილაციისა და დისიმილაციის წესი ქართულსა და მეგრულში" (1920). ამას მოჰყვა გ. ახვლედიანის „მკვეთრნი ხშულნი ქართულში" (1923), ა. შანიძის „წელიწადის ეტიმოლოგიისათვის" (1924), არნ. ჩიქობავას „ვინის რეფლექსები ფერეიდნულში" (1923), „გრძელი ხმოვნები მთიულურში" (1924), ვ. თოფურიას წერილები „ფონეტიკური დაკვირვებანი ქართველურ ენებში" (1926–41); დამოუკიდებელი ქართ. ფონოლოგიური სკოლის ჩამოყალიბება უკავშირდება გ. ახვლედიანის სახელს. ქართ. ენისა და ზოგადი ფონეტიკის ძირითადი პრობლემები განხილულია მის მონოგრაფიაში „ზოგადი და ქართული ენის ფონეტიკის საკითხები" (1938), „ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები" (1949; II გამოც., თბ., 1999). ფონეტიკა-ფონოლოგიაში ძირითადი ნაშრომებია: ს. ჟღენტის „ქართული ენის ფონეტიკა" (1956) და „ქართული ენის რიტმიკულ-მელოდიკური სტრუქტურა" (1963), „სალიტერატურო ქართული ენის გენერატორულ-ფონოლოგიური მოდელი" (გ. ნებიერიძე, 1974), „ქართული ენის ფონემატური სტრუქტურა" (თ. უთურგაიძე, 1976). დამუშავებულია ქართველური და მთის იბერიულ- კავკ. ენების ფონეტიკა-ფონოლოგიის არაერთი კარდინალური საკითხი. ა. შანიძის მრავალრიცხოვანი გ ა მ ო კ ვ ლ ე ვ ე ბ ი მ ო რ ფ ო ლ ო გ ი ი ს საკითხებზე შეჯამებულია მის „ქართულ გრამატიკასა" (1930) და „ქართული ენის გრამატიკის საფუძვლებში" (1953; II გამოც. – 1973, III გამოც. – 1980). მორფოლ. საკვანძო საკითხებს ეძღვნება არნ. ჩიქობავას „ქართული ენის ზოგადი დახასიათება" (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ტ. I, 1950, II გამოც. ცალკე წიგნად, თბ., 1998), აგრეთვე წერილების სერია „რა თავისებურებები ახასიათებს ქართულის აგებულებას?" (1929–30; II გამოც. ცალკე წიგნად – 1998). მნიშვნელოვანი გამოკვლევები ზმნათა სუფიქსაციის, დროისა და გვარის მაწარმოებელთა საკითხების შესახებ ეკუთვნის ვ. თოფურიას. გამოქვეყნებულია მონოგრაფიები ქართ. ენის მორფოლ. პრობლემებზე: ბ.ჯორბენაძის „ზმნის გვარის ფორმათა წარმოებისა და ფუნქციის საკითხები" (1975), მისივე „ქართული ზმნის ფორმობრივი და ფუნქციური ანალიზის პრინციპები" (1980); მ. დამენიას „ქართული ზმნური მორფემების სტრუქტურული მოდელები" (1982); მ. სუხიშვილის „სტატიკური ზმნები ქართულში" (1976) და „გარდამავალი ზმნები ქართულში (სისტემისა და ისტორიის ზოგი საკითხი", 1986), დ. მელიქიშვილის „ქართული ზმნის უღლების სისტემა" (2001), თ. უთურგაიძის „სახელის მორფოლოგიური ანალიზი ქართულში" (1986), მისივე „გრამატიკული კატეგორიებისა და მათი ურთიერთმიმართებისათვის ქართულ ზმნაში" (2002), გ. გოგოლაშვილის „ქართული ზმნის უღვლილების სისტემა" (1988), მისივე „ქართული ზმნა" (2010) და სხვ. ს ი ნ ტ ა ქ ს ი ს საკითხებია განხილული ლ.კ ვაჭაძის „თანამედროვე ქართული ენის სინტაქსში" (1966; II გამოც. – 1977, III გამოც. 1988; IV გამოც. – 1996; V გამოც. – 2010), ა. ა. დავითიანის„ ქართული ენის სინტაქსში" (1973). გამოქვეყნდა აგრეთვე ლ. კვანტალიანის „ქართული ზეპირი მეტყველების სინტაქსის საკითხები" (1990), შ. აფრიდონიძის „სიტყვათგანლაგება ახალ ქართულში" (1986), ა. კიზირიას „მარტივი წინადადების ტიპები წევრთა შემადგენლობის მიხედვით და კომუნიკატივები" (1987), რ. ჭიკაძის „წინადადების პარატაქსული კონსტრუქცია ქართულში" (1995) და სხვ. დასახელებული ავტორების გარდა, ქართ. ენის მორფოლ. თუ სინტაქსის საკითხებზე საინტერესო წერილები აქვთ გამოქვეყნებული გ. როგავას, გ. ი. მაჭავარიანს, ნ. აბესაძეს, დ. გეწაძეს, გ. კაჭარავას, ე. ბაბუნაშვილს, გ. ბურჭულაძეს, ლ. გეგუჩაძეს, მ. მაჭავარიანს, ა. ფოცხიშვილს და სხვ. ძ ვ ე ლ ი ქ ა რ თ უ ლ ი ს გრამატ. წყობას მიეძღვნა ა. შანიძის „ძველი ქართული ენის გრამატიკა" (1976, ქართ. ენაზე; 1982, გერმ. ენაზე), არნ. ჩიქობავას „მარტივი წინადადების პრობლემა ქართულში. „ქვემდებარე-დამატების საკითხი ძველ ქართულში" (1928; II გამოც. – 1968); მისივე „ერგატიული კონსტრუქციის პრობლემა იბერიულ-კავკასიურ ენებში. „ ნომინატიური და ერგატიული კონსტრუქციის ისტორიული ურთიერთობა ძველი ქართული სალიტერატურო ენის მონაცემთა მიხედვით" (1948). ძვ. ქართულის სტრუქტურისა და ქართ. ენის ისტ საკითხებია განხილული აგრეთვე მონოგრაფიებში: „ზმნის ძირითადი კატეგორიების ისტორიისათვის ძველ ქართულში" (ი. ქავთარაძე, 1954); „ქართული ენის ისტორიისათვის" (მისივე, 1964), „სახელთა ბრუნება და ბრუნვათა ფუნქციები ძველ ქართულში" (ი. იმნაიშვილი, 1964), „ზმნა ძველ ქართულში" (ი. და ვ. იმნაიშვილები, ორ ნაწილად, 1996); „რთული წინადადების პრობლემა ქართულ ენაში" (შ. ძიძიგური, 1989); „ფონეტიკური პროცესები ძველ ქართულში" (მ. ძიძიშვილი, 1960); „რთული წინადადების ისტორიისათვის ქართულში" (ფ. ერთელიშვილი, 1963); „ზმნური ფუძეების ფონემატური სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები ქართულში" (მისივე, 1970); „მარტივი წინადადებების შედგენილობა ძველ ქართულში" (ა. კიზირია, 1963); „რთული წინადადებების შედგენილობა ძველ ქართულში" (მისივე, 1969); "ინფინიტივის საკითხისათვის ძველ ქართულში" (დ. ჩხუბიანიშვილი, 1972); "იოანე პეტრიწის ენა და სტილი" (დ. მელიქიშვილი, 1975); „ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის საკითხები" (ზ.სარჯველაძე, 1975); „ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის შესავალი" (მისივე, 1984); „ზმნისწინი ძველ ქართულში" (ი. ვეშაპიძე, 1967); „ქართული სამწერლო ენის ისტორიის საკითხები" (კ. დანელია, 1983); „მესამე სერიის ნაკვთეულთა წარმოება და მნიშვნელობა ძველ ქართულში" (ა. არაბული, 1984) და სხვ. ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია გამოკვლეული ილ. აბულაძის, კ .დონდუას, გ. როგავას, ლ. კიკნაძის, ქ. ლომთათიძის, ა. მარტიროსოვის, თ. უთურგაიძის, ც. ქურციკიძის, თ. ცქიტიშვილის, მ. შანიძის, ჭ. თევზაძისა და სხვათა წერილებში. რუსთაველის ენას მიეძღვნა ა. შანიძის, არნ. ჩიქობავას, ილ. აბულაძის, ვუკ ბერიძის, გ. ვ. წერეთლის, შ. ძიძიგურის, ქ. ლომთათიძის, ა. ჭინჭარაულის, ი. მეგრელიძისა და სხვ. წერილები; ი. გიგინეიშვილის „გამოკვლევები ვეფხისტყაოსნის ენის და ტექსტის კრიტიკის საკითხების შესახებ" (1975); ა. ჭინჭარაულის „ვეფხისტყაოსნის" ენისა და ტექსტის საკითხები", წიგნი I (1982) და გ. კარტოზიას „ვეფხისტყაოსნის ტექსტის საკითხები" (1975). მ ო ნ ო გ რ ა ფ ი უ ლ ა დ ა ა შესწავლილი ი. ჭავჭავაძის (გ. შალამბერიძე, 1966), რ. ერისთავის (ო. ურიდია, 1966), ვ. ბარნოვის (ე. კოშორიძე, 1966), ე. გაბაშვილის (ი. კიკნაძე, 1982), კ. გამსახურდიას (ნ. ლემონჯავა, 1983) ენისა და სტილის საკითხები. ცალკეულ მწერალთა ლექსიკონები შეადგინეს ა. ჭინჭარაულმა „ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი" (1969), თ. სანიკიძემ ილიას, აკაკისა და გალაკტიონის პოეზიათა ლექსიკონები და სხვ. სტატიები გამოქვეყნებული აქვთ აგრეთვე ა. შანიძეს, არნ. ჩიქობავას, ვ. თოფურიას, შ. ძიძიგურს, ი. გიგინეიშვილს, ბ. ჯორბენაძეს, ო. ურიდიას, გ. კვარაცხელიას, ზ. სარჯველაძეს და სხვ. ქართ. ენის ლ ე ქ ს ი კ ი ს თანამედროვე ვითარებას ასახავს საქართვ. მეცნ. აკადემიის მიერ გამოცემული ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (1950– 64, 8 ტ.; დაახლ. 113 ათ. სიტყვა, მთ. რედაქტორი არნ. ჩიქობავა; საქართვ. სახელმწ. პრემია, 1971); ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (ერთტომეული, 1986, მთ. რედაქტორი არნ. ჩიქობავა, რედ. მ. ჭაბაშვილი; II გამოც., – 1990, 2 ნაკვეთად); დაიბეჭდა აღნიშნული ლექსიკონის განახლებული რედაქციის I (2007) და II (2010) ტტ., მთავარი რედ. ა. არაბული; რვატომეულის ბაზაზე შექმნილია „ინვერსიული ლექსიკონი" (შედგენილი ბ. ფოჩხუას ხელმძღვანელობით, 1967). რამდენჯერმე გამოიცა უცხო სიტყვათა ლექსიკონი: ი. იმედაშვილისა (1904, 1928), გ. ახვლედიანისა (1933), მ. ჭაბაშვილისა (1964, 1973, 1989). გამოქვეყნდა „რუსულ-ქართული ლექსიკონი" პ. ქავთარაძის რედაქციით (1937), აგრეთვე ენათმეცნ. ინ-ტის თანამშრომლების მიერ შედგენილი „რუსულ-ქართული ლექსიკონი" (3 ტ., 1956–59), „რუსულ-ქართული ლექსიკონი" (ერთტომეული, 1983). თანამედროვე ქართ. ენის ლექსიკა მიმოხილულია ნაშრომებში: „ქართული ენის ლექსიკოლოგია" (ბ. ფოჩხუა, 1974); „ქართული ლექსიკოლოგიის საფუძვლები", „ქართული ლექსიკოგრაფიის საკითხები" (ა. ღლონტი, 1964, 1983); „თანამედროვე ქართული ენის ლექსიკა" (რ. შამელაშვილი, ნაკვ. 1–3, 1972–78); „ქართული სალიტერატურო ენის ლექსიკური სინონიმიკის საკითხები" (ჯ. სილაგაძე, 1981); „ფერთა აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულსა და რუსულ ენებში" (ნ. მირიანაშვილი, 1986); „თანამედროვე ქართული ენის იდეოგრაფიული ლექსიკონი, I" (ბ. ფოჩხუა, 1987). ქართ. ფრაზეოლოგია და იდიომატიკა შესწავლილი აქვს ა. თაყაიშვილს („ქართული ფრაზეოლოგიის საკითხები", 1961). ძვ. ქართ. ენის ლექსიკის შესწავლის თვალსაზრისით აღსანიშნავია ილ. აბულაძის „ძველი ქართული ენის ლექსიკონი (მასალები)" (1973); ამავე ლექსიკონის ინვერსიული საძიებლები (1979); ზ. სარჯველაძის „ძველი ქართული ენის ლექსიკონის (მასალები)" (1995). ქართ. ოთხთავის სიმფონია-ლექსიკონი შეადგინა ი. იმნაიშვილმა (1948–49). ე. გიუნაშვილმა და ზ. კალანდაძემ შეადგინეს „ბიბლიის ლექსიკონი (მასალები)", ორტომეული (2000). ნ. გოგუაძის, ზ. სარჯველაძისა და ზ. შანიძის რედაქციით გამოვიდა „ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლების სიმფონია-ლექსიკონი" (I ტ. – 2005, II ტ. –2007), ასევე, ლ. ბარამიძის „ქართული სამოციქულოს სიმფონია-ლექსიკონი" (2009). სამჯერ გამოიცა „ვეფხისტყაოსნის" სიმფონია (1933 გამოსცა კ. ჭიჭინაძემ, 1956 – თსუ-მა ა. შანიძის ხელმძღვანელობით, 1973 – ენათმეცნ. ინ-ტმა მ. ჭაბაშვილისა და ა. ჭინჭარაულის რედაქტორობით). გამოიცა „ქართლის ცხოვრების სიმფონია-ლექსიკონი" (წგ. I– II, 1986). მონოგრაფიულად შეისწავლება სხვადასხვა დარგის ლექსიკა: „ადამიანის ანატომიაფიზიოლოგიასთან დაკავშირებული ლექსიკა ძველ ქართულში" (ლ. გელენიძე, 1974), „ცხოველების აღმნიშვნელი ლექსიკა ძველ ქართულში" (ი. ქერქაძე, 1974). ენათმეცნ. ინ-ტი ხელმძღვანელობს ტ ე რ მ ი ნ თ ა უნიფიკაციის, ტ ე რ მ ი ნ ო ლ ო გ ი უ რ ი ლექსიკოგრაფიისა და ს ტ ა ნ დ ა რ ტ ი ზ ა ც ი ი ს საკითხებს. სათანადო დარგების სპეციალისტებთან თანამშრომლობით ინ-ტში დამუშავდა და გამოიცა სამოცზე მეტი დარგობრივი ტერმინოლოგიური ლექსიკონი (ხელმძღვ. ვუკ. ბერიძე, შემდეგ – რ. ღამბაშიძე, ი. ჯიბუტი). მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს ისეთი ლექსიკონების გამოსვლა, როგორიცაა „ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი" (ავტორ-შემდგენლები: ე. გაბიძაშვილი, მ. მამაცაშვილი, ა. ღამბაშიძე – 2007) და „ძველქართულ-ძველბერძნული ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტერმინოლოგიის დოკუმენტირებული ლექსიკონის" ორტომეული, 2010 (პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი დ. მელიქიშვილი). ქართ. სამეცნ. ტერმინოლოგიის ძირითად პრობლემებს ეძღვნება სპეც. მონოგრაფია „ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია და მისი შედგენის ძირითადი პრინციპები" (რ. ღამბაშიძე, 1986). ახ. ქართული სალიტ. ენის ნ ო რ მ ი რ ე ბ ი ს ა და სადავო საკითხების მოსაგვარებლად მუშაობა არსებითად XIX ს. 60-იანი წლებიდან დაიწყო, როცა ი. ჭავჭავაძის თაოსნობით გატარდა მნიშვნელოვანი ორთოგრაფიული რეფორმა (ძვ. ასოების ხმარებიდან ამოღება). ეს მუშაობა კიდევ უფრო გაცხოველდა თსუ-ის დაარსების (1918) შემდეგ. 1921 განსახკომთან შეიქმნა სახელმწ. სამეცნ. საბჭო (ივ. ჯავახიშვილის თავმჯდომარეობით), შემდეგ (1925-იდან) – ცენტრ. სატერმინოლოგიო კომიტეტი. სხვადასხვა დროს განსახკომთან, ქართული ლიტ-რის ინ-ტთან, საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმთან მუშაობდა ქართ. სალიტ. ენის ნორმათა დამდგენი კომისია. 1954 საქ. სსრ მინისტრთა საბჭოსთან დაარსდა თანამედროვე ქართ. სალიტ. ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწ. კომისია. 1995-იდან იგი გადაიქცა საქართვ. პრეზიდენტთან არსებული სახელმწ. ენის მუდმივ სახელმწ. კომისიად (თავ-რე – პრეზიდენტი). კომისიის სამუშაო ბაზა შეიქმნა საქართვ. მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინ-ტში ქართ. სალიტ. ენის ნორმათა განყ-ბის სახით (1953), რ-იც შემდგომ (1966) გარდაიქმნა ქართ. მეტყველების კულტურის განყოფილებად (ხელმძღვ. ი. გიგინეიშვილი, 1982-იდან – შ. აფრიდონიძე). გამოსულია
„თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების" I კრებული (1970, რედ. ი. გიგინეიშვილი; ფოტოტიპური გამოცემა 1986); 1985-იდან დამტკიცებული ნორმები გამოდის ბიულეტენის სახით. 1972-იდან გამოდის კრებ. „ქართული სიტყვის კულტურის საკითხები", გამოქვეყნებულია 12 წიგნი (I–V რედ. ი. გიგინეიშვილი, VI–X რედ. შ. აფრიდონიძე). დაიბეჭდა წიგნები: შ. აფრიდონიძის „ჩვენი ენა ქართული" (2002), ა. არაბულის „ქართული მეტყველების კულტურა" (2004). სალიტ. ქართულის ნორმირება-დახვეწას ემსახურება „ორთოგრაფიული ლექსიკონი" (ვ. თოფურია, ი. გიგინეიშვილი, 1968, 1998), „ჟურნალისტის სტილისტიკური ცნობარი" (2002, გამოსაცემად მოამზადა ენათმეცნ. ინ-ტმა). ენათმეცნ. ინ-ტმა და ქსეის მთავარმა სამეცნ. რედაქციამ ერთობლივად გამოსცეს კ.გიგინეიშვილის „ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი" (1985), „საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი" (1987, 2009), „საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი" (1987), „საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი" (1989), „უცხოურ პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი" (1989). პირთა და გეოგრ. სახელთა მართლწერასთან დაკავშირებით ცალკე წიგნებისა და ბროშურების სახით გამოქვეყნებულია ა. შანიძის, ვ. თოფურიას, შ. ძიძიგურის, ზ. ჭუმბურიძის, გ. შალამბერიძის, ნ. ბასილაიას, ა. გვენცაძისა და სხვათა ნაშრომები. ქართ. სალიტ. ენის სამეცნ. და პუბლიც. სისტემები შესწავლილია გ. კვარაცხელიას მონოგრაფიაში „ქართული ენის ფუნქციური სტილისტიკა" (1990). ქართ. დ ი ა ლ ე ქ ტ ო ლ ო გ ი ი ს დარგში თსუ-ის დაარსებამდე გამოქვეყნდა მ. ჯანაშვილის ნაშრომი საინგილოს შესახებ (1911–13), ნ. მარის მიერ ჩაწერილი იმერხეული ტექსტები და ლექსიკონი (1911) და ა. შანიძის „ქართული კილოები მთაში" (1915). თსუ-ში დამუშავდა არნ. ჩიქობავას შრომები გარეკახურის, მთიულურის, ფერეიდნულის შესახებ, ვ. თოფურიას წერილები ქართლური დიალექტის შესახებ. 20-იანი წლებიდან დაიწყო ქართ. კილოების გეგმაზომიერი შესწავლა. აღწერილია თითქმის ყველა დიალექტი. გამოიცა დიალექტოლოგიური ტექსტები და გამოკვლევები (ა. შანიძე, შ. ძიძიგური, ი. გიგინეიშვილი, ს. ჟღენტი, ი. ქავთარაძე, ა. მარტიროსოვი, გ. იმნაიშვილი, ბ. ჯორბენაძე, რ. ღამბაშიძე, ვ. ფანჩვიძე, ლ. კაიშაური, ი. მეგრელიძე, გ. დოლიძე, ა. ღლონტი, ო. ქაჯაია, შ. ნიჟარაძე, ჯ. ნოღაიდელი, ნ. ნოღაიდელი, ქ. ძოწენიძე, ა. ჭინჭარაული, თ. უთურგაიძე, ვ. სომხიშვილი, ო. კახაძე, მ. ალავიძე, კ. კუბლაშვილი, პ.გ აჩეჩილაძე, კ. გუგუშვილი, ი. ქეშიკაშვილი, ნ. როსტიაშვილი, თ. სალარიძე, გ. ცოცანიძე, პ. ჯაჯანიძე, ო. მიქიაშვილი, შ. ფუტკარაძე და სხვ.). თავისი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა შ. ძიძიგურმა წიგნში „ძიებანი ქართული დიალექტოლოგიიდან" (1954, I გამოც.; II – 1970). ვ. თოფურიას რედაქციით, ი. გიგინეიშვილისა და ი. ქავთარაძის მონაწილეობით გამოიცა „ქართული დიალექტოლოგია" (1961); დაიბეჭდა ბ. ჯორბენაძის „ქართული დიალექტოლოგია I" (1989), მისივე „ქართველურ ენათა დიალექტები" (1995), ენათმეცნ. ინ-ტის „დიალექტოლოგიური კრებული" (1987, 1988, 1991), ბათუმის ნ. ბერძენიშვილის სახ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის „აჭარული დიალექტიკის დარგობრივი ლექსიკა" (I–VIII – 1976–92). გამოქვეყნდა რამდენიმე დიალექტოლოგიური ლექსიკონი: აჭარულისა (შ. ნიჟარაძე, 1971), გურულისა (გ. შარაშიძე, 1938), ზემოიმერულისა (ბ. წერეთელი, 1938, ქ. ძოწენიძე, 1974 და პ. გაჩეჩილაძე, 1976), ლეჩხუმურისა (მ. ალავიძე, 1938), ქიზიყურისა (ს. მენთეშაშვილი, 1943), თუშურისა (პ. ხუბუტია, 1969), ინგილოურისა (ნ. როსტიაშვილი, 1978), ხევსურულისა (ა. შანიძე, 1931; ა. ჭინჭარაული, 1960, 2005), მთიულურისა (ლ. კაიშაური, 1967), ქართლურისა (თ. ბეროზაშვილი, მ. მესხიშვილი, ლ. ნოზაძე, 1981), მოხეურისა (ი. ქავთარაძე, 1985), თუშურისა (გ. ცოცანიძე, 2002) და სხვ. ამჟამად ენათმეცნ. ინ-ტში თ. უთურგაიძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს მუშაობა ქართ. დიალექტოლოგიურ ატლასზე. აგრეთვე ცალკე დარგები მიმოხილულია დიალექტური ლექსიკოგრაფიის თვალსაზრისით („ვაზის კულტურასთან დაკავშირებული ლექსიკა ქართულში", ლ. ასათიანი, 1977; „პურეულის ლექსიკა ქართულში", ო. კახაძე, 1987). იმთავითვე დიდი ყურადღება ეთმობოდა ქართულ-ქართველური ტ ო პ ო ნ ი მ ი კ ი ს შესწავლას. ფუძემდებლური ნაშრომია ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა" (საქართველოს გეოგრაფია). ნაშრომი 4-ჯერ გამოიცა. I გამოცემა ეკუთვნის მ. ბროსეს (1882). მნიშვნელოვანი ტოპონიმიკური მასალაა წარმოდგენილი იოანე ბატონიშვილის „კალმასობასა" (დაწერილია 1813–28; გამოიცა ტ. 1–2, 1936–48) და „ქართლ-კახეთის აღწერილობაში" (შედგენილია 1794–99, ცალკე წიგნად გამოიცა 1986). ქართ. ტოპონიმიკის შესწავლის ისტორიაში ახ. ეტაპს ქმნის ნ. მარის, პ. იოსელიანის, ა. ცაგარლის, ი. ა. ყიფშიძის, ივ. ჯავახიშვილის, ა. შანიძის, მ. ჯანაშვილის, კ. კეკელიძის, ლ. მელიქსეთ-ბეგისა და სხვ. ტოპონიმიკური ძიებანი. ამ დარგის კვლევას თანამედროვე ეტაპზე სისტემური ხასიათი მიეცა მას შემდეგ, რაც თსუ-ის ახ. ქართ. ენის კათედრასთან შეიქმნა ტოპონიმიკის ლაბორატორია (1969). ინტენს. ტოპონიმიკური კვლევა-ძიება მიმდინარეობდა აგრეთვე საქართვ. მეცნ. აკად. მთელ რიგ სამეცნ.-კვლ. (არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოგრაფიის, აკად. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა, ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის...) ინ-ტებში. ტოპონიმიკისა და ანთროპონიმიკის საკითხებზე გამოქვეყნებულია მონოგრაფიები, კრებულები, სტატიები (არნ. ჩიქობავა, ს. ჯანაშია, ვ. თოფურია, ნ. ბერძენიშვილი, ქ. ლომთათიძე, გ. როგავა, მ. ქალდანი, ა. ღლონტი, ზ. ჭუმბურიძე, ბ. ჯორბენაძე, ა. ჭინჭარაული, ი. მაისურაძე, თ. ზურაბიშვილი, შ. აფრიდონიძე, ფ. მაკალათია, გ. ბედოშვილი, თ. უთურგაიძე, გ. თოფურია, მ. ალავიძე და სხვ.). დაარსდა გამოცემათა სერია „ტოპონიმია" [გამოვიდა 2 ტ. (1976, 1980) და მე-3 „ონომასტიკა I" (1987) შ. ძიძიგურის საერთო რედაქციით]. გამოიცა გ. ბედოშვილის „ტოპონიმთა განმარტებითეტიმოლოგიური ლექსიკონი. I" (2002). ქ ა რ თ ვ ე ლ უ რ ი ე ნ ე ბ ი ს (კერძოდ, სვანურისა და ზანურის) შესწავლა, რაც ჯერ კიდევ პეტერბურგში დაიწყეს ა. ცაგარელმა, ნ. მარმა, ი. ყიფშიძემ, გაგრძელდა თსუ-სა და ენათმეცნ. ინ-ტში. სვანური ენის ფონეტ. და მორფოლ. საკვანძო საკითხები გაშუქებულია ა. შანიძის გამოკვლევაში „უმლაუტი სვანურში" (1925) და ვ. თოფურიას წერილებში. საგანგებოდ აღსანიშნავია ვ. თოფურიას „სვანური ენა. I. ზმნა" (1931; II გამოც. – 1967). სვანური ენის სტრუქტურის საკითხებს არკვევს ს. ჟღენტის „სვანური ენის ფონეტიკა" (1949), თ. გამყრელიძის «დეზაფრიკატიზაცია სვანურში. „გადაწერის წესები" დიაქრონიულ ფონოლოგიაში"» (1968), მ. ქალდანის „სვანური ენის ფონეტიკა I" (1969), კ. გაგუას „დრონაკლი ზმნები სვანურში" (1976), ა. ონიანის, „სვანური ენა" (1998), სვანური ენა" (2007, შემდგენლები: ზ. ჭუმბურიძე, ლ. ნიჟარაძე, რ. ქურდაძე), ს. ჯანაშიას, კ. დონდუას, თ. შარაძენიძის, გ. მაჭავარიანის, თ. გამყრელიძის, ზ. ჭუმბურიძის, ა. ონიანის, ე. ოსიძის, ნ. აბესაძის, ი. ჩანტლაძისა და სხვ. ნაშრომები. სვანური ენის შესწავლის თვალსაზრისით დიდად მნიშვნელოვანია გამოცემული სვანური ტექსტები (ოთხივე დიალექტისა) და ვ. თოფურიასა და გ. გალდანის „სვანური ლექსიკონი" (2000). არნ. ჩიქობავას ნაშრომში „ჭანურის გრამატიკული ანალიზი" (1936) ჭანურის ფონეტ., მორფოლ. და სინტაქსური მოვლენები განხილულია მეგრულსა და ქართულთან ისტ.-შედარებითი თვალსაზრისით. ზანურის (მეგრულ-ჭანური) ბგერით სისტემას შეეხება ს. ჟღენტის „ჭანურ-მეგრულის ფონეტიკა" (1953), ნ. იმნაძის „ზანური ენის მეგრული დიალექტის ბგერითი შედგენილობა" (1981), ნ. კიზირიას „ჭანურის ბგერითი შედგენილობა" (1981). მნიშვნელოვანი ნაშრომია გ. კარტოზიას „ლაზური ენა და მისი ადგილი ქართველურ ენათა სისტემაში" (2005). ზანურის სტრუქტურის საკითხებია გამოკვლეული ვ. თოფურიას, გ. როგავას, ტ. გუდავას, გ. კარტოზიას, ი. ასათიანის, ნ. ქუთელიას და სხვათა შრომებში. ჭანური ტექსტები გამოსცეს არნ. ჩიქობავამ, ს. ჟღენტმა, გ. კარტოზიამ, ი. ასათიანმა, ნ. ქუთელიამ; მეგრული ტექსტები – მ. ხუბუამ, ტ. გუდავამ, კ. დანელიამ. გამოქვეყნდა ი. ა. ყიფშიძის მიერ თურქ. ტერიტორიაზე 1916 ჩაწერილი ჭანური ტექსტები (1939, არნ. ჩიქობავას წინასიტყვაობითა და შესავალი წერილით) და მისივე „რჩეული თხზულებანი", რ-შიც შესულია „მეგრული (ივერიული) ენის გრამატიკა ქრესტომატიითა და ლექსიკონით", „დამატებითი ცნობები ჭანური ენის შესახებ" და სხვ. (1994; კ. დანელიას წინასიტყვაობითა და შენიშვნებით). ო. ქაჯაიამ შეადგინა „მეგრულ-ქართული ლექსიკონი" (I–III ტ. 2001–2002). ქართველურ ენათა ისტ.-შედარებით შესწავლას მიეძღვნა არნ. ჩიქობავას „ჭანურ-მეგრულ-ქართული შედარებითი ლექსიკონი" (1938) და „სახელის ფუძის უძველესი აგებულება ქართველურ ენებში" (1942); ვ. თოფურიას წერილების სერიები: „ფონეტიკური დაკვირვებანი ქართველურ ენებში" (1926–41) და „ქართველურ ენათა სიტყვაწარმოებიდან" (1927–38), ეს წერილები ზოგ სხვა გამოკვლევებთან ერთად თავმოყრილია ავტორისავე „შრომებში" (III, 1979); „ქართველურ ენათა ისტორიული ფონეტიკის საკითხები" (გ. როგავა, I – 1962, II – 1984); „სიბილანტთა შესატყვისობანი და ქართველურ ენათა უძველესი სტრუქტურის ზოგი საკითხი" (თ. გამყრელიძე, 1959); „საერთო-ქართველური კონსონანტური სისტემა" (გ. მაჭავარიანი, 1965); „სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში" (თ. გამყრელიძე, გ. მაჭავარიანი, 1965); „ქართველურ ენათა შედარებითი ფონეტიკა. I. მარცვლის აგებულების პრობლემა" (ს. ჟღენტი, 1960); „ნაცვალსახელი ქართველურ ენებში" (ა. მარტიროსოვი, 1964); „ქართველურ ენათა ისტორიული მორფოლოგიის საკითხები" (ა. ონიანი, 1978); „ქართველურ ენათა შედარებითი გრამატიკის საკითხები" (მისივე, 1989); „მარტივი წინადადებების შედგენილობა ქართველურ ენებში" (ი. ა. კიზირია, 1982); „კომპლექსთაგან მომდინარე ბილაბიალური ხშულები ქართველურ ენებში" (ქ. ლომთათიძე, 1984); „ჩვენებით ნაცვალსახელთა სისტემები ქართულში სხვა ქართველურ ენებთან შედარებით" (ნ. ჩართოლანი, 1985); „მყოფადი ქართველურ ენებში" (ზ. ჭუმბურიძე, 1986). „ზმნური და სახელური ფუძექმნადობის პრობლემა ქართველურ ენებში" (ა. არაბული, 2001), „ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი" (ჰ. ფენრიხი, ზ. სარჯველაძე, 1990, II გადამ. და შევს. გამოც., 2000); „ქართველურ ენა-კილოთა შედარებითი ლექსიკონი" (მ. ჩუხუა, 2003); „ქართველოლოგიური ძიებანი. I" (ი. ჩანტლაძე, 1998); გარდა ამისა, გამოქვეყნდა არნ. ჩიქობავას, ვ. თოფურიას, გ. როგავას, ქ. ლომთათიძის, გ. მაჭავარიანის, თ. შარაშენიძის, ი. მელიქიშვილის, ნ. აბესაძის, ე. ოსიძის, გ. ბურჭულაძის, მ. სუხიშვილის, ა. არაბულისა და სხვათა საყურადღებო წერილები. ქართ. ენათმეცნ. აზროვნების ისტორიას იკვლევდნენ არნ. ჩიქობავა, ი. აბულაძე, მ. შანიძე, ე. ბაბუნაშვილი, თ. უთურგაიძე, ა. ფოცხიშვილი, ე. ნიკოლაიშვილი, ნ. აბესაძე, კ. დანელია, ზ. სარჯველაძე, ა. კიზირია, ნ. კოტინოვი და სხვ. სათანადო ყურადღება ეთმობა სხვა ენებთან ქ ა რ თ უ ლ ი გ ე ნ ე ზ ი ს უ რ ი უ რ თ ი ე რ თ ო ბ ი ს პრობლემას. ამ საკითხზე სპეც. ლიტ-რაში განსხვავებული აზრებია გამოთქმული. ქართულს აკუთვნებდნენ ენათა ინდოევროპულ (მ. ბროსე, ფ. ბოპი ), თურმანულ (მ. მიულერი), სემიტურ (ნ. მარი) ოჯახებს; უკავშირებდნენ წინააზიისა და ხმელთაშუაზღვის მკვდარ ენებსა და ცოცხალ ბასკურს, მთის კავკ. ენებს (ნ. მარი). ივ. ჯავახიშვილი წერდა: „თბილისის უნივერსიტეტს დაარსების პირველი დღიდანვე თავის მიზნად და მოვალეობად, ქართულისა და ქართველურის გარდა, კავკასიური ენებისა და მახლობელი აღმოსავლეთის ენების შესწავლა ჰქონდა დასახული". იგი თვით შეუდგა ქართ.-კავკ. ენათა ურთიერთობის შესწავლას, რომლის შედეგები წარმოადგინა გამოკვლევაში „ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა" (I გამოც. 1937, II – 1992). ამ მიმართულებით გაიშალა მუშაობა თსუ-ში არნ. ჩიქობავას ხელმძღვანელობით დაარსებულ კავკ. ენათა კათედრაზე (1933), თავდაპირველად ენიმკ-ისა და შემდგომ საქართვ. მეცნ. აკადემიის ენათმეცნ. ინ-ტში, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ქართული ე-ის მნიშვნელოვანი დარგი იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება. დღემდე გრძელდება ამ ოჯახში შემავალი ოთხი ენობრივი ჯგუფის (ქართველური, აფხაზურ-ადიღური, ნახური, დაღესტნური) შესწავლა, როგორც ცალკეული ენებისა და დიალექტების დაწვრილებითი აღწერის, ტექსტებისა და ლექსიკონების გამოცემის, ისე მათი ისტ. ურთიერთობის თვალსაზრისით. გამოქვეყნდა არნ. ჩიქობავას, ქ. ლომთათიძის, გ. როგავას, ტ. გუდავას, დ. იმნაიშვილის, ი. ცერცვაძის, ო. კახაძის, ზ. მაჰომედბეკოვას, ა. მაჰომეტოვის, შ. გაფრინდაშვილის, ე. ჯეირანიშვილის, ვ. ფანჩვიძის, ე. ლომთაძის, გ. თოფურიას, გ. ბურჭულაძის, ვ.შენგელიას, რ. ფარეულიძის, ნ. არდოტელის და სხვათა მონოგრაფიები. დაიბეჭდა ენათა ცალკეული ჯგუფების შესახებ განმაზოგადებელი ხასიათის შრომები: გ. როგავას „სახელის ფუძის აგებულებისა და გრამატიკული კლასების ისტორიისათვის ადიღურ (ჩერქეზულ) ენებში" (1956, რუს. ენაზე) და „ორგანული და ნივთიერი კუთვნილების კატეგორია ადიღურ ენებში" (1980); ქ. ლომთათიძის „აფხაზური და აბაზური ენების ისტორიულ-შედარებითი ანალიზი, I. ფონოლოგიური სისტემა და ფონეტიკური პროცესები" (1976) და „ლოკალურ პრევერბთა ძირითადი სახეობანი, მათი გაფორმება აფხაზურსა და აბაზურში" (1984); ტ. გუდავას „ანდიურ ენათა კონსონანტიზმი" (1964 რუს. ენაზე) და „დიდოურ ენათა კონსონანტიზმის ისტორიულ-შედარებითი ანალიზი" (1979 რუს. ენაზე); დ. იმნაიშვილის „ნახური ჯგუფის ენათა ფონეტიკის ი ს ტ ო რ ი უ ლ - შ ე დ ა რ ე ბ ი თ ი ანალიზი" (1977, რუს. ენაზე); ო. კახაძის "გრამატიკული კლასები ლეზგიურ ენებში" (1984); ე. ლომთაძის "სიტყვათმახვილი დიდოურ ენებში" (1984), „დიდოურ ენათა ვოკალიზმის დიაქრონიული ანალიზი" (1994); გ. თოფურიას „ბრუნების მორფოლოგია დაღესტნურ ენებში" (1995, რუს. ენაზე); კ. ჭრელაშვილის „ნახური ენების თანხმოვანთა სისტემა" (1975); ბ. გიგინეიშვილის „დაღესტნურ ენათა შედარებითი ფონეტიკა" (1978, რუს. ენაზე); ნ. ანდღულაძის „კლასოვანი და პიროვანი უღვლილების ისტორიის ზოგიერთი საკითხი იბერიულ-კავკასიურ ენებში" (1968); ლ. ღვინჯილიას „არსებით სახელთა მრავლობითის წარმოება დარგუულსა და ლაკურში" (1978); მ. ქურდიანის „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საკითხები (2007) და მ. ჩუხუას „იბერიულ-კავკასიურ ენათა შედარებითი გრამატიკა I" (2008). დასახელებულთა გარდა, ამ დარგში მნიშვნელოვანი წერილები გამოაქვეყნეს ს. ჯანაშიამ, ვ. თოფურიამ, თ. გონიაშვილმა, რ. გაგუამ, ლ. სანიკიძემ, ზ. ჯაფარიძემ, რ. ჯანაშიამ, ვ. შენგელიამ, თ. გვანცელაძემ და სხვ. 1946-იდან გამოდის სპეც. პერიოდული ორგანო „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება" (დაიბეჭდა 34 ტომი). 1974-იდან არნ. ჩიქობავას ინიციატივით დაარსდა საერთაშ. პერიოდული ორგანო „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული" (გამოიცა I–XX ტ.). დაიბეჭდა კრებულები: „ზოგადი და იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საკითხები" (1978), „ნარკვევები იბერიულ-კავკასიურ ენათა მორფოლოგიიდან" (1980). 1965-იდან კავკასიის სხვადასხვა სამეცნ. ცენტრში სისტემატურად ტარდებოდა იბერიულ-კავკ. ენებისადმი მიძღვნილი რეგიონალური სესიები. თბილისი იქცა ამ ენების შესწავლის ცენტრად. თსუ უკვე 65 წელზე მეტია ამზადებს არა მხოლოდ ქართველურ, არამედ მთის იბერიულ-კავკ. ენათა სპეციალისტებსაც, რ-ებიც წარმატებით მუშაობენ ჩრდ. კავკასიაში, მოსკოვსა და პეტერბურგში, კავკასიისმცოდნეობის სხვა სამეცნ. ცენტრებში. თსუ-სა და ენათმეცნ. ინ-ტში სისტემატურად გადიან სტაჟირებას უცხოელი სპეციალისტები. დაწყებულია იბერიულ-კავკ. ენებთან ბასკურისა და წინა აზიის ძვ. ცივილიზაციის ენების (ურარტულის, ხურიტულის, პროტოხეთურის) გენეზისური ურთიერთობის საკითხის კვლევა. 1977 საქართვ. მეცნიერებათა აკად. ენისა და ლიტ-რის განყ-ბასთან ჩამოყალიბდა ბასკური ენისა და კულტურის საზოგადოება. 1976 თსუ-ში ახ. ქართ. ენის კათედრაზე დაიწყეს მუშაობა ბასკური ენის პრობლემებზე; გამოქვეყნდა მონოგრაფიები: „ბასკური ენა და ბასკურ-კავკასიური ჰიპოთეზა" (არნ. ჩიქობავას წინასიტყვაობით და რედაქციით, 1976), შ. ძიძიგურის „ბასკურ-კავკასიური პრობლემა" (1981) და „ბასკები და ქართველები" (1978, ქართ. ენაზე, 1982, რუს. ენაზე), ნ. მარის „ბასკურ-კავკასიური ლექსიკური პარალელები" (1987, რუს. ენაზე), ი. ზიცარის „რეკონსტრუქციები ბასკური ენის სფეროში" (1987, რუს. ენაზე). გ. წერეთელმა გამოაქვეყნა ნაშრომი „საქართველოს მუზეუმის ურარტული ძეგლები" (1939). თ. გამყრელიძემ გამოიკვლია არაინდოევროპული ელემენტები ხეთურ-ნესიტურში (1956). მიმდინარეობს სხვა ენებთან ქართველურ ენათა უძველესი კონტაქტების კვლევა. გამოვლენილია ლექსიკური შეხვედრები წინა აზიის ძვ. ენებთან – ურარტულთან (გ. მელიქიშვილი), ხეთურთან (გ. გიორგაძე). გამოიცა რ. გორდეზიანის ნაშრომები „ეტრუსკული და ქართველური" (1980), „წინაბერძნული და ქართველური" (1985). წინარექართველური და წინარეინდოევროპული ენების ურთიერთობა შესწავლილია თ. გამყრელიძისა და ვ. ივანოვის ფუნდამენტურ ორტომიან ნაშრომში „ინდოევროპული ენა და ინდოევროპელები" (1984, რუს. ენაზე). ქართველურ ენებს ისტ. ხანაშიც მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა სხვა ენებთან. ეს აისახა ამ ენათა ლექსიკაში. ქართ. ე-ის მნიშვნელოვანი სფეროა სხვა ენებთან ლექსიკური ურთიერთობის კვლევა. ქართ.-ბერძნ. ლექსიკური შეხვედრები გამოვლენილია ს. ყაუხჩიშვილის, ა. ურუშაძის, გ. როგავას, თ. გამყრელიძის, რ. გორდეზიანის შრომებში; ქართ.-სომხ. – ნ. მარის, ი. აბულაძის, ზ. ალექსიძის, ი. შილაკაძის, ე. დოჩანაშვილის, ა. მარტიროსოვის, ლ. სანიკიძის, ც. ქურციკიძის, მ. რაფავას და სხვათა შრომებში; ქართ.-ირან. კონტაქტები გამოკვლეულია გ. ახვლედიანის, იუსტ. აბულაძის, მ. კ. ანდრონიკაშვილის (1966 – გამოიცა მისი მონოგრაფია „ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან"), დ. კობიძის, ო. თედეევის, ა. გვახარიას, მ. თოდუას, ჯ. გიუნაშვილისა და სხვათა ნაშრომებში; ქართ.-სემიტური ლექსიკური ურთიერთობა – ნ. მარის, გ. წერეთლის, კ. წერეთლის, მ. შანიძის ნაშრომებში; ქართ.- თურქ. – ს. ჯიქიას, ე. გუდიაშვილის, ვ. ჯანგიძის, შ. გაბესკირიას ნაშრომებში. იბერიულ-კავკ. ენების თავისებური სტრუქტურა და ისტორია, ენათა მჭიდრო კონტაქტები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, ერთის მხრივ, ზოგადი ე-ის თვალსაზრისით (მაგ., გრამატ. კლასების, სინტაქსურ კონსტრუქციათა წარმოქმნის, ფონეტ. კანონზომიერებათა, ენათა ურთიერთგავლენის პრობლემები და სხვ.), მეორე მხრივ, გაღრმავებული მუშაობა ენის თეორიის საკითხებზე ხელს უწყობს კონკრეტულ ენათა ნაყოფიერ კვლევას. ამან განაპირობა ზოგადენათმეცნიერული კვლევის დონე საქართველოში. ქართ.-ქართველურ და მთის იბერიულ-კავკ. ენათა წარმატებით კვლევა გულისხმობდა დასაბუთებულ თეორ. პოზიციას ე-ის ძირითად საკითხთა გაგების თვალსაზრისით. პირველ ყოვლისა, ეს ეხებოდა საკითხს ენის სისტემის აღწერისა და ენის ისტორიული ადგილის შესახებ ენის კვლევაში. სათანადო თეორ. პრინციპები ზოგადად ჩამოყალიბებული იყო ჯერ კიდევ 1924 „ქართული საენათმეცნიერო საზოგადოების წელიწდეულში" (არნ. ჩიქობავა). ენის სისტემის აღწერის ძირითადი პრინციპული საკითხები გაანალიზებულია მონოგრაფიაში „მარტივი წინადადების პრობლემა ქართულში" (არნ. ჩიქობავა, I გამოც. – 1928. II გამოც. – 1968), ხოლო ენის ისტორიისა და აღწერითი ე-ის მთავარი საკითხები განხილულია მონოგრაფიებში: „ზოგადი ენათმეცნიერება, II. ძირითადი პრობლემები" (I გამოც. – 1945; II გამოც. – 1983), „ენის როგორც ენათმეცნიერების საგნის პრობლემა" (1959, რუს. ენაზე). პირველი ქართ. სახელმძღვანელო „ენათმეცნიერების შესავალი" ეკუთვნის გ. ახვლედიანს (1918–19). ე-ის შესავალს წარმოადგენს არნ. ჩიქობავას „ზოგადი ენათმეცნიერება, I. პროპედევტიკული ნაწილი" (1935; III გამოც. 1946), მისივე „ენათმეცნიერების შესავალი" (1952), გ. ახვლედიანის ხელმძღვანელობით შედგენილი „ენათმეცნიერების შესავლის საკითხები" (1972), თ. შადურის „ზოგადი ენათმეცნიერება" (1983, რუს. ენაზე), გ. ნებიერიძის „ენათმეცნიერების შესავალი" (1991). 2003 წელს გამოვიდა „თეორიული ენათმეცნიერების კურსი" (თ. გამყრელიძე, ზ. კიკნაძე, ი. შადური, ნ. შენგელაია). თანამედროვე ე-ის ძირითადი მიმდინარეობები და საკვანძო მეთოდოლ. პრობლემები გაანალიზებულია თ. შარაძენიძის მონოგრაფიებში: „ენათა კლასიფიკაციის პრინციპები" (1959), „თანამედროვე ენათმეცნიერების თეორიული საკითხები" (1972), „ენისა და მეტყველების ურთიერთობის პრობლემა" (1974), „ი. ბოდუენ დე კურტენეს ლინგვისტური თეორია" (1978), „ენათა ტიპოლოგია სინქრონიულ და დიაქრონიულ ასპექტში" (რუს. ენაზე, 1982). სხვადასხვა თეორ. საკითხს ეძღვნება თ. უთურგაიძის „ქართული ენის დონეთა ძირითადი მახასიათებლების ურთიერთქმედებისათვის გლობალურ ენობრივ სისტემაში" (2009), ი. რამიშვილის „კოპენჰაგენის სტრუქტურალისტური სკოლის ამოსავალი პრინციპები" (1974), ნ. სტურუას „სიტყვა, როგორც ენობრივი ერთეული" (1975), გ. ხუხუნის „აღწერითი ანალიზის პრინციპები ა. პეშკოვსკის შრომებში" (1978), გ. რამიშვილის „ენის ენერგეტული თეორიის საკითხები" (1978) და „ენათა შინაარსობრივი სხვაობა ენათმეცნიერებისა და კულტურის თეორიის თვალსაზრისით" (1995), ს. ომიაძის „ქართული დისკურსის ლ ი ნ გ ვ ო კ უ ლ ტ უ რ ო ლ ო გ ი უ რ ი პარადიგმა" (2009), ზ. ჯაფარიძის „პერცეფციული ფონეტიკის საკითხები" (1975), ი. ქობალავას „ფონემის ცნება ენათმეცნიერებაში" (1976), ი. მელიქიშვილის „მარკირების ცნება ფონოლოგიაში" (1981), ლ. ენუქიძის „ძირითადი სინტაქსური თეორიები თანამედროვე საზღვარგარეთულ ენათმეცნიერებაში" (1987), მ. მაჭავარიანის „ქცევის გრამატიკული კატეგორიის სემანტიკა" (1987), კ. ლერნერის „ენის სოციალური ბუნება და ენობრივი ურთიერთობის პროცესი" (1989, რუს. ენაზე), გ. კვარაცხელიას „მხატვრული ენის შესწავლის ლინგვისტური ასპექტები" (1995) და სხვ. ენათა ტოპოლოგიისა და ზოგადი კანონზომიერებების (უნივერსალიების) კვლევას ეძღვნება თ. შარაძენიძის, თ. გამყრელიძის, ი. მელიქიშვილის, მ. სახოკიას, ე. სოსელიას, რ. ასათიანის, ტ. გურგენიძისა და სხვათა შრომები; ტექსტის ლინგვისტიკის თეორ. საკითხებია განხილული მ. გვენცაძის, შ. შაბურიშვილისა და სხვათა მონოგრაფიებში. სემანტიკურ ველთა თეორიის საკითხებია დამუშავებული ბ. ფოჩხუას, ლ. აბულაძის, გ. კვარაცხელიას, მ. ჟღენტისა და სხვათა გამოკვლევებში. ენის ფილოს. პრობლემებს ეძღვნება არნ. ჩიქობავას, მ. მაჭავარიანის, ი. რამიშვილის, გ. რამიშვილის, გ. მარგველაშვილის, გ. ლებანიძისა და სხვათა ნაშრომები. ზოგადი სტილისტიკის საკითხებია განხილული მ. ნათაძის, გ. კვარაცხელიასა და სხვათა მონოგრაფიებში. 50-იანი წლების I ნახევარში დაიწყო მუშაობა ენის კვლევაში მათ. მეთოდების გამოყენებასთან დაკავშირებულ ზოგადენათმეცნ. საკითხებზე. ენათმეცნ. ინ-ტში ამ სპეციალობით დაცულია რამდენიმე დისერტაცია (ლ. აბულაძე, ლ. ენუქიძე, ლ. თამარაშვილი, გ. კვარაცხელია, კ. ლერნერი, ლ. მარგველანი, ვ. მდივანი); გამოქვეყნებულია თეორ.- მეთოდოლ. ხასიათის ნაშრომები (მ. მაჭავარიანი). თსუ-ში კიბერნ. ფაკ-ტზე დაარსდა სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკის კათედრა (1961, გამგე თ. გამყრელიძე); მანქანური თარგმნის საკითხებზე მუშაობს მართვის სისტემების ინ-ტის თანამშრომელთა ჯგუფი (გ. ჩიკოიძე, ლ. თამარაშვილი, ლ. მარგველანი და სხვ.), ამავე ინ-ტში ამუშავებდნენ ქართ. მეტყველების კომპილაციური სინთეზის პრობლემას (გ. რამიშვილი, ზ. ჯაფარიძე). საქართვ. მეცნ. აკად. ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლით ცენტრში 60-იანი წლებიდან მუშაობდნენ ქართ. წინადადების სინთეზსა და მანქანური თარგმნის საკითხებზე (ე. დეკანოსიძე, მ. ჩხაიძე, გ. მახარობლიძე, დ. გრიქუროვა და სხვ.). კომპიუტერული ლინგვისტიკის განვითარებაში მონაწილეობენ მეცნიერთა ჯგუფები როგორც თსუ-ში, ისე ენათმეცნ. ინ-ტში, სადაც მუშაობენ ქართ. ენის მორფოლ. კომპიუტერული მოდელის აგებაზე, ქართ. ენის ლექსიკური მარაგის მონაცემთა ბაზებისა და მანქანური ფონდის შექმნაზე (თ. უთურგაიძე, მ. მაჭავარიანი, ლ. ჩხაიძე, მ. თანდაშვილი, ქ. დათუკიშვილი, ე. გოდუაძე, მ. ბერიძე და სხვ.). აქვე ყოველწლიურად იმართება სამეცნიერო კონფერენციები „ქართული ენა და კომპიუტერული ტექნოლოგიები". ზოგადი ე-ის პრობლემატიკას მიეძღვნა კრებულები: „თანამედროვე ზოგადი ენათმეცნიერების საკითხები" (I, II, III, IV; 1966– 74), „თანამედროვე ზოგადი ენათმეცნიერების საკითხები (V, VI; 1980–81), აგრეთვე გ. ახვლედიანისადმი მიძღვნილი ორი „საენათმეცნიერო კრებული" (1984, 1988). თბილისში ჩატარდა ორი საკავშ. სამეცნ. სესია ზოგადი ე-ის საკითხებზე (1971, 1977). ქართ. ე-ში მუშაობა, გარდა თსუ-ისა და საქართვ. მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინ-ტისა, მიმდინარეობდა თბილ. ს.-ს. ორბელიანის სახ. პედ. უნ-ტში, ქუთ. და ბათუმის უნ-ტებში, ცხინვალის, თელავის პედ. ინ-ტებში, ბათუმის ნ. ბერძენიშვილის სახ. სამეცნ.-კვლევით ინ-ტში, აფხ. უნ-ტში. აფხ. ენას იკვლევენ დ. გულიას სახ. აფხაზური ენის, ლიტ-რისა და ისტორიის ინ-ტსა და აფხაზეთის უნ-ტში. თსუ-ს აქვს ქართ. ენის 2 კათედრა (ძველი და ახალი), კავკასიურ ენათა კათედრა, ზოგადი ენათმეცნ. კათედრა ექსპერ. ფონეტიკის კაბინეტითურთ, სტრუქტურული და გამოყენებითი ენათმეცნ. კათედრა. ენათმეცნიერების ინ-ტში არის ქართველურ ენათა, მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა, ლექსიკოლოგიის, თარგმნითი ლექსიკონების, ტერმინოლოგიის, მეტყველების კულტურის, ზოგადი ენათმეცნ. განყ-ბები, ექსპერ. ფონეტიკის, ისტ.-ეტიმოლოგიური ლექსიკონისა და აგრეთვე კომპიუტერული ლინგვისტიკის ლაბორატორიები. საენათმეცნიერო ხასიათის წერილები, გარდა დასახელებულისა, სისტემატურად იბეჭდებოდა სპეც. გამოცემებში: „ტფილისის უნივერსიტეტის მოამბეში", I–X (1920–30), „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომებში" [ენათმეცნიერება (1936-იდან)], „ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის მოამბეში" (I–XIV; 1937–44), „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბეში" (1941-იდან), „მაცნეში" (ენისა და ლიტერატურის სერია; 1971-იდან), ცალკე პედ. ინ-ტების შრომებში (ამჟამად შეერთებული კრებულების სახით). ენათმეცნ. ინ-ტმა გამოსცა თემატური კრებულები: „ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები" (6 ტ., 1959–96), „მეტყველების ანალიზისა და სინთეზის საკითხები" (6 ტ., 1969–82), „ეტიმოლოგიური ძიებანი" (6 ტ., 1987–97). საერთაშ. რეზონანსი აქვს ქართ. ე-ს ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ მ ც ო დ ნ ე ო ბ ი ს განხრითაც (იხ. აღმოსავლეთმცოდნეობა). წინარეინდოევროპული ენის კვლევა თ. გამყრელიძის სახელთანაა დაკავშირებული („ხეთური ენა და ლარინგალური თეორია", 1960; „ინდოევროპული ენა და ინდოევროპელები" I, II, 1984). ქართვ. ენათმეცნიერებს გარკვეული წვლილი შეაქვთ არმენოლოგიასა და რუსისტიკაში, კლასიკურ ენათა და რომანულგერმანიკული ენების შესწავლაში. ჯეროვანი ყურადღება ეთმობა ძვ. ბ ე რ ძ ნ უ ლ ი ენის გრამატიკის საკითხებს, ბიზანტ. ეპოქის ბერძნ. ფონეტიკის, ბერძნ. ეპიგრაფიკული ძეგლების ენის, ბერძნ. და ლათ. დიალექტოლოგიისა და ლექსიკოლოგიის საკითხების შესწავლას (ს. ყაუხჩიშვილი, თ. ყაუხჩიშვილი, ა. ურუშაძე, რ. გორდეზიანი). დიდი ყურადღება ექცევა რ ო მ ა ნ უ ლ - გ ე რ მ ა ნ ი კ უ ლ ი ენების სწავლების მეთოდიკას და ამ სფეროში სახელმძღვანელოებისა და ლექსიკონების შედგენას (გ. ახვლედიანი, პ. იაშვილი, ი. გვარჯალაძე, კ. ჩხენკელი, ნ. ქადაგიძე, მ. იანქოშვილი, ნ. ქადეიშვილი, შ. შაბურიშვილი, ც. გოგლიჩიძე, რ. გაჩეჩილაძე, გ. მეგრელიძე, ვ. ფურცელაძე, რ. ენუქიძე, მ. ნათაძე, ლ. გოქსაძე და სხვ.). 2008 ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახ. მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ და არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტმა ერთობლივად გამოსცეს „ქართული ენა. ენციკლოპედია" (შემდგენელი ი. ქობალავა, რედაქტორი გ. კვარაცხელია, ა. შანიძის სახ. პრემია, 2011), სადაც თავმოყრილია ქართული ენის სტრუქტურის, სემანტიკის, ფუნქციონირებისა და ისტორიის საკითხები, ასახულია ქართული ენათმეცნიერული აზროვნების განვითარების ეტაპები, ქართველ და უცხოელ ლინგვისტ-ქართველოლოგთა მიღწევები.
გ. ბურჭულაძე
გ. კვარაცხელია
მ. მაჭავარიანი
ბ. ფოჩხუა
თ. შარაძენიძე