ელიოზიშვილი იოსებ

ელიოზიშვილი იოსებ (დ. წ. და გ. წ. უცნობია), გიორგი ერისთავის თეატრის მსახიობი თეატრის დაარსების დღიდან დახურვამდე. შემდეგ მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. 1867 მაღალდაძის ფსევდონიმით ითამაშა ზ. ანტონოვის კომედიაში „ტივით მოგზაურობა ლიტერატორთა". ე. აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნ. „ცისკართან", სადაც 1869-იდან გამოაქვეყნა კომედია „ჩემი ქმარი სხვას ირთავს", მოთხრობები „კუკიის ძველი და ახალი მდგომარეობა", „აი, დედაკაცი" და სხვ. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ე-ის დამუშავებული „ეთერიანი. მოთხრობა აბესალომ და ეთერისა (ცოლ-ქმართ ტრფობის სურათი)", რ-იც 6-ჯერ დაიბეჭდა ცალკე წიგნად (პირველად – 1869, უკანასკნელად – 1914).

ლიტ.: გ ე რ ს ა მ ი ა ს., გიორგი ერისთავის თეატრი, თბ., 1950.