გიორგი ღმერთშემოსილი (გ. 1068), სასულიერო მოღვაწე, ასკეტი, დაყუდებულად წოდებული. მოღვაწეობდა შავ მთაზე. თავშესაფარი იპოვა „მიუვალი მთის ნაპრალებში", რის გამოც შეყენებულსაც უწოდებენ.
მას საქართველოდან წასული გიორგი მთაწმიდელი დაემოწაფა, რ-იც გ. ღ-მა სამი წელი მონასტერში დაამკვიდრა, შემდეგ „სქემით აკურთხა და ამით სრულყო მონაზნობა მისი". გ. ღ-ის კურთხევით და შეგონებით გიორგი მთაწმიდელი ათონზე გაემგზავრა და გააგრძელა ექვთიმე მთაწმიდელის დაწყებული საქმე.
გ. ღ-მა დიდი წვლილი შეიტანა ქართ. სას. მწერლობის განვითარებაში. გ. ღ. ქართ. ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად, მისი ხსენების დღეა 3 (16) ივლისი.
თ. მარგველაშვილი