„დავით და ტირიჭანის წამება“

„დავით და ტირიჭანის წამება“ ჰაგიოგრაფიული თხზულება, რ-შიც აღწერილია სომხეთში, ბასიანის ხევში, VII ს. I ნახევარში მომხდარი ტრაგედია: წარმართი ბიძის მიერ მცირეწლოვანი ქრისტიანი დისწულების, ძმების – დავითისა და ტირიჭანის – წამებისა და დახოცვის ამბავი.

თხზულება მიჩნეულია IX ს. ქალკედონელი სომეხი ანონიმი ავტორის მიერ ქართულად დაწერილ ძეგლად.

წყარო: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963.

ლიტ.: ა ბ უ ლ ა ძ ე  ილ., ქართული და სომხური ლიტერატურული ურთიერთობანი IX–X საუკუნეებში, თბ., 1944.