დანიმი, (სპარს.–დაჰნიმ), ქალაქში გაყიდული უძრავი ქონების მთელი თანხიდან მეფის სასარგებლოდ დაწესებული გამოსაღები – ამ თანხის ერთი მეოცედი ანუ ქონების ფასის 5%.
გვიანდ. შუა საუკ. საქართველოში დ-ის ერთი მეათედი ქალაქის მოურავს ეძლეოდა. დ-ის დავთრის მეშვეობით შეიძლებოდა უძრავი ქონების ნასყიდობის დაკარგული საბუთის აღდგენა.
ლიტ.: ბ ე რ ძ ნ ი შ ვ ი ლ ი მ., ქალაქური ეკონომიკის ტერმინოლოგიიდან. დანიმი, წგ.: ქართული წყაროთმცოდნეობა, ტ. 4, თბ., 1973.
გ. ნადარეიშვილი