დანღისის ბრძოლა 1750

დანღისის ბრძოლა, ბრძოლა ქართლ-კახეთის სამეფოსა და დაღესტნელ ფეოდალთა ლაშქარს შორის.

დაღესტნელთა ცხენოსანი ჯარი თავს დაესხა ყაზახს (ამჟამად აზერბაიჯანი) და შემდეგ მდ. იორზე ჩამოდგა. ქართლ-კახეთის გაერთ. ლაშქარმა თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის წინამძღოლობით მტერს გამოსასვლელი გზები შეუკრა. მოწინააღმდეგე მდ. იორს დაჰყვა და დანღისში, იორალაზნის შესართავთან დადგა.

ქართველები მტერს წამოეწივნენ და მძიმე ბრძოლის შემდეგ გაიმარჯვეს. თვით ერეკლე II მეწინავე ჯარში იბრძოდა. დაღესტნელთა გადარჩენილმა ნაწილმა ფლატიან გორას შეაფარა თავი, მაგრამ ფლატე მოსკდა და ლტოლვილნიც დაიღუპნენ. ქართველებმა ხელთ იგდეს მრავალი ტყვე და ნადავლი.

დ. ბ-ის შემდეგ დაღ. ფეოდალები კარგა ხანს ვეღარ ბედავდნენ საქართველოში ლაშქრობას, მხოლოდ პატარ-პატარა რაზმები დათარეშობდნენ ქურდულად.

წყარო: ორბელიანი პ., ჰამბავნი ქართლისანი, ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1981; [ხერხეულიძე ო.] ომან მდივანბეგი, მეფობა ირაკლი მეორისა, მეფის თეიმურაზის ძისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ნაწ. 2, დ. ჩუბინაშვილის გამოც., სპბ., 1854.

დ. მეგრელაძე