დარაია

დარაია, შინამრეწველური წესით დამზადებული აბრეშუმის ქსოვილი (აღმ. საქართველოში – თ ა ვ თ ა, მ ე რ დ ი ნ ი).

ქსოვდნენ ჰორიზ. საქსოვ დაზგაზე 2 ან 4 დგიმით, ქსოვილის ხლართის შესაბამისად. მას ფართოდ იყენებდნენ ყოფაში, განსაკუთრებით სამზითვოდ.

საქართვ. შიდა ბაზრებზე დიდი გასავალი ჰქონდა. დ-ის თავშალი („ქიცი") გავრცელებული იყო დას. საქართველოში, უმთავრესად სამეგრელოში.

ნ. აბესაძე