დარას ზავი 562

დარას ზავი, დაიდო ბიზანტიასა და ირანს შორის მათი სახელმწიფოების სასაზღვრო პუნქტში – ქ. დარაში.

ირან. და ბიზანტ. ელჩებს შორის საზავო მოლაპარაკებისას ერთ-ერთი მთავარი ეგრისის (ლაზიკის) საკითხის გადაწყვეტა იყო. სადავო საგნად იქცა სვანეთის საკითხიც. მოლაპარაკებისას გადაწყდა, რომ ირანელები გაიყვანდნენ ჯარს ეგრისის (ლაზიკის) ტერიტორიიდან და ამ ქვეყანას დაუთმობდნენ ბიზანტიელებს, მაგრამ ირანელებმა უარი განაცხადეს ლაზიკის სამეფოში შემავალი სვანეთის საერისთავოს დათმობაზე.

ბიზანტ. ელჩმა, პეტრემ, ამ სადავო საკითხზე მოლაპარაკება გააგრძელა ქ. ბითარმაისში ირან. შაჰ ხოსრო I ანუშირვანთან, მაგრამ უშედეგოდ, სვანეთი ირან. გავლენის ქვეშ დარჩა 590-მდე.

წყარო: მენანდრე, წგ.: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 3, თბ., 1936.

დ. ლეთოდიანი