დარბაზის ერნი

დარბაზის ერნი, სამეფო საბჭოს – დარბაზის წევრები XI–XVIII სს. საქართველოში.

დ. ე. იყოფოდნენ 2 ჯგუფად: ერთ ჯგუფს შეადგენდნენ „ხელოსანნი", ე. ი. სახელმწ. მოხელეები, ხოლო მეორეს – „უხელონი", ე. ი. ისინი, ვისაც სახელმწ. თანამდებობა არ ეკავა (დ. ე-იდან შემდეგ წარმოდგა სიტყვა „დარბაისელი", რაც თავდაპირველად დარბაზის წევრს აღნიშნავდა, ხოლო შემდეგ მას დინჯი ადამიანის მნიშვნელობაც მიენიჭა).

არსებობს სხვა თვალსაზრისიც (ნ. შოშიაშვილი), რ-ის მიხედვითაც დ. ე. ეწოდებოდა არა სამეფო საბჭოს – დარბაზის წევრებს, არამედ დარბაზის – სამეფო სასახლის, სამეფო კარის მსახურ-მოხელეებს (საწოლის მწიგნობარი, ეჯიბები, ამირეჯიბი, მეჭურჭლე, საჭურჭლის ნაცვალი და სხვ.), ე. ი. კარისკაცებს და სასახლის მცველთა რაზმს, სასახლის გვარდიას (მესაწოლეები, მესაწოლთუხუცესი და სხვ.).

XI ს-მდე დ. ე-ის შესატყვისი იყო „ტაძრეულნი".

ლიტ. იხ. სტ-თან დ ა რ ბ ა ზ ი.

ნ. შოშიაშვილი