დარიშხანის მადნები, ბუნებრივი მინერალური წარმონაქმნები, რ-ებიც დარიშხანას ისეთი რაოდენობით შეიცავენ, რომ მათგან დარიშხანისა და მისი ნაერთების ამოღება ეკონომიკურად მიზანშეწონილია.
დ. მ-ის ძირითადი მადნეული მინერალებია: არსენოპირიტი, ლელინგიტი, რეალგარი და აურიპიგმენტი. დ. მ. უმთავრესად ჰიდროთერმული წარმოშობისაა.
ცნობილია აფხაზეთის, სვანეთის (ცანის დარიშხანის საბადო), მთიანი რაჭის [ლუხუნის (ლუხუმის) დარიშხანის საბადო], აგრეთვე შიდა ქართლისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საბადოები.