დარჩელი

დარჩელი, სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში (სამეგრელოზემო სვანეთის მხარე), ოდიშის დაბლობზე, მდ. ჯუმის (ენგურის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: დ., კიროვი). ზ. დ. 10 მ, ზუგდიდიდან 20 კმ. 4,9 ათ. მცხ. (2002).

დ. წყაროებში პირველად XVII ს-ში მოიხსენიება. ამ დროს აქ აფხ. კათოლიკოსის ერთ-ერთი სასახლე იდგა.

თ. ბერაძე