დასავლეთ ევროპის ეპარქია, დაფუძნდა საქართვ. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2002 წ. 17 ოქტ. გადაწყვეტილებით.
დ. ე. ე. თავის გარშემო აერთიანებს ევრ. ქვეყნებში არსებულ ქართულ ეკლესიებს და დროებით ან მუდმივად მცხოვრებ ქართველ მრევლს. მღვდელმთავრის რეზიდენცია განთავსებულია ქ. ბრიუსელში.
ლიტ.: საქართველოს ეკლესიის კალენდარი, თბ., 2005.
ე. ბუბულაშვილი