დავათის ღვთისმშობლის ეკლესია

280px|thumb|დავათის ღვთისმშობლის ეკლესია VIII– IX სს.

დავათის ღვთისმშობლის ეკლესია, ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს სოფელ დავათის (დუშეთის მუნიციპალიტეტი) სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლ. 300 მ-ზე, ტყით დაბურულ მთის წვერზე.

ძეგლი ნაგებია რიყის ქვის მეტნაკლებად სწორხაზოვნად ნაწყობი რიგებით. გარე კუთხეები, პილასტრები, კარ-სარკმლის წირთხლები და თაღები, აფსიდის კუთხეები და ლავგარდანი სუფთად გათლილი შირიმის ქვითაა გამოყვანილი. ეკლესია ორნავიანია. სამხრ-იდან (მთელ სიგრძეზე) ეკვრის აფსიდიანი ვიწრო ეგვტერი.

ეკლესიის მთავარი და ჩრდ. ნავები ერთმანეთთან დაკავშირებულია ორი ფართო და მაღალი ნალისებრი თაღით და ერთიან სივრცეს ქმნიან. მთავარი ნავი, აღმ-ით დასრულებულია ოდნავ ნალისებრი მოხაზულობის აფსიდით. ჩრდ. ნავის აღმ. ნაწილში გეგმით სწორკუთხა სამკვეთლოა, რ-საც შესასვლელი ჩრდ. ნავიდან აქვს.

ეკლესიის ერთადერთი კარი ეგვტერის დას. კედელში ყოფილა გაჭრილი. მოგვიანებით (განვითარებულ შუა საუკუნეებში) ეკლესიას დას. მხრიდან მიაშენეს პატარა სამლოცველო, შემდეგ კი – სენაკი კამაროვანი აკლდამით, რ-მაც ეკლესიის თავდაპირველი შესასვლელი დაფარა. ამიტომ ახ. კარი ეგვტერის იმხანად განახლებულ სამხრ. კედელში მოუწყვიათ.

XIV–XV სს-ში ეგვტერის სამხრ. კედლის დას. ნაწილზე ორსართულიანი კოშკი მიადგეს, რ-ის პირველი სართული ეკლესიის კარიბჭის დანიშნულებას ასრულებდა. ეკლესიის მთავარი და ჩრდ. ნავების დამაკავშირებელი თაღები გეგმით კვადრ. ბურჯს ეყრდნობა. ბურჯის წყობაში ჩართული იყო მხატვრულად გაფორმებული და ასომთავრული წარწერებით შემკული რამდენიმე ქვასვეტის ნაწილი.

რ. რამიშვილი, რ-ის ხელმძღვანელობით 1985–88 მიმდინარეობდა ეკლესიის არქეოლოგიური გათხრები, დ. ღ. ე-ის ეკლესიას VI ს. II ნახევრით ათარიღებს და კახეთში იმ დროისათვის გავრცელებულ სამნავიანი ბაზილიკების ტიპს აკუთვნებს (მატანის ცხრაკარა, ახმეტის ღვთაება). მისი აზრით, ქვასვეტების ერთი ნაწილი ბოლნისის სიონის ტიპისაა, მეორე ნაწილი კი – უფრო ადრინდ. ხანისა.

ლიტ.: რ ა მ ი შ ვ ი ლ ი  რ., არქეოლოგიური კვლევა-ძიება არაგვის ხეობაში, «მნათობი », 1986, № 8; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2004.

თ. დვალი

კ. მაჩაბელი