დავით III

 

დავით III, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1435/36–1438/39 წწ. მისი პატრიარქობის დროს ალექსანდრე I-მა 1438–39 სვეტიცხოველს შესწირა ატენის წინაუბანი, რის სანაცვლოდაც კათოლიკოსს მისთვის „წირვა და ეკლესიის სამსახური" არ უნდა დაეკლო. დ. III ის ზეობისას ჩატარდა ფერარა-ფლორენციის კრება, რ-ზეც საქართვ. დელეგაციის წევრებმა – მეფის საერო წარმომადგენელმა და მიტროპოლიტმა გრიგოლმა – უნიას ხელი არ მოაწერეს.

წყარო: ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 2, ტფ., 1897.

ლიტ.: ლ ო მ ი ნ ა ძ ე  ბ., XV საუკუნის საქართველოს ქრონოლოგიიდან, კრ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966; ჟ უ ჟ უ ნ ა ძ ე  ო., XV საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიისათვის, კრ.: ქართული სამეფო-სამთავროების საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან, წგ. 1, თბ., 1970.

ზ. აბაშიძე