დედული

დედული (სამართ. ისტ.), შუა საუკუნეების საქართველოში დედის უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც მემკვიდრეობის უფლებით მის შვილებს გადაეცემოდა.

დ. შედგებოდა დედის მზითევისა და მონაგებისაგან, ანუ პირადი შრომა-გარჯილობით შეძენილი ქონებისაგან (მონაგებში ხშირად ნაყიდი ან ომში „ხმლით ნაშოები" ქონებაც იგულისხმებოდა).

მემკვიდრეობით მიღებული დ. ემატებოდა მამულს და მის შემადგენელ ნაწილად იქცეოდა.

ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 7, თბ., 1984.

ი. ფუტკარაძე