დავითაია გურამ შალვას ძე (დ. 20. IX. 1939, ხონი), ბავშვთა ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1989), პროფესორი (1992). 1966 დაამთავრა თსსი-ის პედიატრიის ფაკ-ტი; 1969 – სოხუმის სახელმწ. პედ. ინ-ტის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტი. 1966–69 იყო ყაზახეთის სსრ-ში ცელინოგრადის ოლქის, მაკინსკის რ-ნის მთ. ექიმის მოადგილე; 1969– 74 – თსსი-ის ბავშვთა ქირურგიის კათედრის თანამშრომელი, 1989– 92 – თსსი-ის სასწ.-მეთოდური განყ-ბის გამგე, 1991-იდან – ბავშვთა ქირურგ. კათედრის პროფესორი, 2005–06 – თსსუ-ის პედიატრიული ფაკ-ტის დეკანი. ამჟამად მიმართულების ასოცირებული პროფესორია. დ-ს სამეცნ. შრომები ეხება ბავშვთა ქირურგ. აქტუალურ საკითხებს.
დ. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი (მ. შ. 16 სასწ. და მეთოდური სახელმძღვანელო, 7 რაციონალური წინადადება და 1 გამოგონება).