დეველოპერი

დეველოპერი (ინგლ. Developer), მისი საქმიანობა მდგომარეობს შემდეგში: უკვეთავს პროექტს, ყიდულობს ან არენდით იღებს მიწის ნაკვეთს, უზრუნველყოფს კომუნიკაციების გაყვანას, ობიექტის მშენებლობას ან შეკეთებას, აფინანსებს სამუშაოთა შესრულებას, არენდით გასცემს ან ყიდის შექმნილ ობიექტს.

დ-ის საქმიანობას ეწოდება დეველოპმენტი (Development)). ესაა ნებისმიერი სამეწარმეო საქმიანობა, რ-იც დაკავშირებულია არსებული შენობის ან მიწის ნაკვეთის რეკონსტრუქციასთან ან ცვლილებასთან, რ-ითაც მიიღწევა მათი ღირებულების ზრდა. დეველოპმენტი გულისხმობს აგრეთვე შენობისა და ნაგებობის რემონტსაც – იმ შემთხვევაში, თუ იგი ზრდის გაყიდვის ფასს ან საარენდო განაკვეთს. ასეთ დეველოპმენტს ეწოდება რენოვაცია.

საქართველოში მოქმედი დეველოპერული კომპანიები ძირითადად გაიგივებულია სამშენებლო კომპანიებთან. ფუნქციონირებს 200-ზე მეტი დეველოპერული კომპანია, რ-თა შორის სამუშაოთა მოცულობისა და დასაქმებულთა რიცხოვნობის მიხედვით ლიდერობენ შემდეგი კომპანიები: „აქსისი", „არსი", „ახალი სტილი", „თბილისი", „იბერია-ვარსკვლავი", „სასკო" და ა. შ.

შ. კერესელიძე