დევიძე ალექსანდრე დავითის ძე

დევიძე ალექსანდრე დავითის ძე (1886, სოფ. დიდი ჯიხაიში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 5. II. 1940, თბილისი), მათემატიკოსი, პედაგოგი, მათემატიკური განათლების ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში.

დაამთავრა ქუთ. რეალური სასწავლებელი (1906), შემდეგ ნოვოროსიის (ოდესის) უნ-ტის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტი (1910). 1917 დაინიშნა სამტრედიის ახალგახსნილი გიმნაზიის დირექტორად.

1930–40 იყო საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის მათ. კათედრის გამგე, პარალელურად მუშაობდა თსუ-ში. დ-მ სხვებთან თანაავტორობით შექმნა მათ. 20-მდე სახელმძღვანელო, რ-ებიც 1923–40 ქართ. სკოლებისათვის ძირითადი ლიტ-რა იყო მათემატიკაში.

თხზ.: სწორხაზოვანი ტრიგონომეტრია, თბ., 1923 (თანაავტ. ა. ხარაბაძე); ალგებრა. პროგრესიები, ლოგარითმები, რთული პროცენტები, შეერთებანი და ნიუტონის ბინომი, თბ., 1926.

ვ. პარკაძე