დეკანოზი

დეკანოზი, 1. მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა იერარქიის მეორე ხარისხის მღვდლის საპატიო წოდება.

დ-ის წოდება ეძლევათ მხოლოდ თეთრი სამღვდელოების წარმომადგენლებს. ტერმინი შეიძლება მომდინარეობდეს ბერძნ. სიტყვიდან „დეკა" (ათი). დეკანოზი შეიძლება იყოს საეკლ. ოლქის ზედამხედველი და რამდენიმე ტაძრის წინამძღვარი;

2. აღმ. საქართველოს მთაში ხატის მსახური, რ-იც სახატო რიტუალს (დროშებისა და ხატების გამოსვენება, დალოცვა, მსხვერპლის შეწირვის წესი) ასრულებდა და ხატის ქონებას განაგებდა.

ვ. კობახიძე