დეკრეტული დრო

დეკრეტული დრო, ადგილობრივ დროსთან შედარებით ერთი საათით წინ გადაწეული ზოლური დრო.

შემოღებულია საბჭოთა კავშირის სახკომსაბჭოს დადგენილებით (1930) დღის სინათლისა და ელექტროენერგიის რაციონალურად გამოყენების მიზნით. 1990 წ. 20 ივნ. საქართვ. უზენაესი საბჭოს სესიამ საქართვ. ტერიტორიაზე დ. დ. გააუქმა.

დ. დ. III სასაათო ზოლისა, რ-შიც მოქცეულია მთელი საქართველო, 4 საათით უსწრებს მსოფლიო დროს.