დათვი

მურა დათვი

დათვი (Ursus), ძუძუმწოვრების გვარი დათვისებრთა ოჯახისა.

ზოგიერთი წარმომადგენლის სხეულის სიგრძეა 3 მ, მასა 700 კგ-მდე. აქვს ხშირი ბალნით შემოსილი სხეული, მძლავრი, ხუთთითა კიდურები, დიდი თავი, მოკლე კუდი. ძირითადად ტყის ბინადარია.

სამხრეთის სახეობები შერეული საკვებით იკვებებიან. მრავლდებიან 3–4 წლის ასაკში. მაკეობა 7 თვემდე გრძელდება. სიცოცხლის ხანგრძლივობა 30–40 წელია. გვარში 4 სახეობაა. საქართველოში ბინადრობს მურა დათვის სამი ქვესახეობა: სირიული მურა დ., ჩვეულებრივი მურა დ. და კავკასიური მურა დათვი

 ი. ელიავა