დე ლა ტორე ბოტარო

დე ლა ტორე ბოტარო (De la Torre Botarro) გუსტავო ალფრედო, თანამედროვე ჩილელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

ეკუთვნის ნარკვევები საქართველოს ისტორიის, კულტურისა და მწერლობის შესახებ. 1964 სანტიაგო-დე-ჩილეში ესპ. ენაზე გამოსცა „ვეფხისტყაოსნის" სრული პროზაული თარგმანი. თარგმანს დართული აქვს ვრცელი ნარკვევი, რ-შიც ავტორი, თავის სხვა ნაშრომების მსგავსად, ავითარებს აზრს, რომ პოემა ემყარება ძველ ქართულ მდიდარ კულტურას და გამოხატავს ეროვნ., სახელმწიფოებრივ და სოც.-პოლიტ. იდეალებს. მისმა სტატიებმა ხელი შეუწყო ქართ. კულტ. პოპულარიზაციას ესპ. ენაზე მოლაპარაკე ხალხთა ქვეყნებში.

1966 სანტიაგოში ჩატარდა შოთა რუსთაველის 800 წლისთავისადმი მიძღვნილი ზეიმი, სადაც დე ლა ტ. ბ. მოხსენებით გამოვიდა.

თხზ.: შოთა რუსთაველის შემოქმედების შესახებ, «კომუნისტი», 1965, 27 ივნ., № 150; რაინდული ეპოსი, იქვე, 1966, 30 სექტ., № 223.