დათუნაშვილი ილია ილიას ძე (1. IX. 1937, ბათუმი - 11. II. 2022, თბილისი), სპორტსმენი (ფეხბურთი), სსრკ სპორტის ოსტატი.
1959–67 იყო თბილისის „დინამოს" თავდამსხმელი. უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 220 მატჩი (47 გოლი), 1964 თბილისის „დინამოს" შემადგენლობაში მოიპოვა სსრკ ჩემპიონის ოქროს მედალი (ფინალურ მატჩში გაიტანა 2 გოლი), ორჯერ იყო სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1962, 1967). 1966 წელს გახდა სსრკ ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი (20 გოლი).
იმავე წელს დაამყარა საფეხბურთო რეკორდი – ერევნის „არარატთან" მატჩის დროს 23 წუთის განმავლობაში გაიტანა 5 გოლი, რისთვისაც გაზეთ „თბილისის" სპეც. პრიზი, „ოქროს ბუცი" დაიმსახურა.
ორჯერ იყო დასახელებული სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში.