„დელტა“

„დელტა“, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი.

1965 სსრკ სახ. მეურნ. საბჭოსთან შეიქმნა საბაზისო იზოტოპების ლაბორატორიები, რ-თა დანიშნულება იყო სახ. მეურნეობაში „მშვიდობიანი ატომის" დანერგვა. 1966-იდან თბილისის იზოტოპების ლაბორ. დაექვემდებარა სსრკ თავდაცვის მრეწვ. სამინისტროს. 1968-იდან ჩამოყალიბდა როგორც სსრკ თავდაცვის მრეწვ. სამინისტროს სახელმწ. სამეცნ.-საწარმოო გაერთიანების „დელტას" თბილისის ფილიალი.

1989-იდან უწოდეს ზუსტი ხელსაწყოების სამეცნ.-კვლ. და საკონსტრუქტორო ინ-ტი „დელტა". 1998-იდან საქართვ. თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. 1998-იდან მის ბაზაზე შეიქმნა სახელმწ. სამხ. სამეცნ.-ტექ. ცენტრი „დ.".

ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: სპეც დანიშნულების აღჭურვილობის და მასალების შექმნა და სერიული გამოშვება; საბრძოლო მასალების ფეთქებადი ნივთიერებით უტილიზაცია; ოპტ. ხელსაწყოები, ლოკაციური სისტემები, პროგრესული ტექნოლოგიების დამუშავება და სხვ. ცენტრის თანამშრომელთა გამოგონებებს მიღებული აქვს 150-ზე მეტი საავტორო მოწმობა.