დემავენდი

დემავენდი, ჩამქრალი ვულკანი ელბურსის ქედზე, ირანის უმაღლესი მწვერვალი, სიმაღლე 5604 მ.

დამრეცი კონუსის სიმაღლე ქედის თხემიდან 1,5 კმ. აგებულია ძირითადად ანდეზიტური ლავებით. არის თანამედროვე მყინვარები. კალთებზე ცხელი აირებისა და გოგირდოვანი წყაროების გამოსასვლელებია.

1944 დ-ზე ჩატარდა პირველი მასობრივი ასვლა, რ-საც ქართვ. მთამსვლელები კ. ჯავრიშვილი (საერთო ხელმძღვანელი), კ. ასტახიშვილი, ი., რ. ჩხეიძე ხელმძღვანელობდნენ.