დემეტრე ვიპატოსი, ქართლის ერისმთავრის, გუარამის უმცროსი ძე, სტეფანოზ I პატრიკიოსის ძმა.
ვიპატოსის ბიზანტ. საკარისკაცო ტიტული მინიჭებული უნდა ჰქონდეს მავრიკიოს კეისრის მიერ VI ს. 90-იან წლებში. დ. ვ. იყო მცხეთის ჯვრის ტაძრის ერთ-ერთი აღმშენებელი. ტაძრის აღმ. კედელზე, სამი ქტიტორის კომპოზიციაში შემონახულია მისი რელიეფური გამოსახულება, წარწერით.
წყარო: სუმბატ დავითის ძე, ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, იქვე.
ლიტ.: Ч у б и н а ш в и л и Г. Н., Памятники типа Джвари, Тб., 1948.
ა. ბოგვერაძე