დემეტრე მგალობელი

დემეტრე მგალობელი, XVII ს. II ნახ. და XVIII ს. I ნახ. ქართველი მგალობელი, მწიგნობარი, კალიგრაფი, პედაგოგი.

მოღვაწეობდა კახეთში. ჩვენამდე ხელნაწერის სახით მოღწეულია „გულანი" სამ მონაკვეთად. I მონაკვეთი (A–366) დ. მ-ს 1714–16 გადაუწერია კახეთში ერეკლე I-ის ასულის, მარიამის (ცნობილი პოეტი ქალი, ჰიმნოგრაფი) დახმარებით.

ანდერძში ვკითხულობთ: „უფალო, შემიწყალე მე, დემეტრე. მგ [ალობელი]" (10. V).