დამბაჩა

დამბაჩა

დამბაჩა, მოგრძოლულიანი პატარა ცეცხლსასროლი იარაღი, ძველებურად „ხელმეხი" (გურულად – „ფიშტო").

მოწინააღმდეგეს აზიანებდა მოკლე მანძილზე (50–70 მ-მდე). დ-ის ჩახმახს კაჟს უკეთებდნენ – „ხრეისის ქვეით, ითხრების კაჟი ჩახმახისა ფრიად კარგი" (ვახუშტი ბატონიშვილი).

საქართველოში დ-ს ამზადებდნენ ერეკლე I-ის მიერ დაარსებულ თოფხანაში (არსენალში) და სოფ. ტყვიავში – ქართვ. მეფეთა თოფხანაში. მაჭახელაში (აჭარა) დამზადებულმა საუკეთესო დ-მ სახელი გაითქვა მთელ საქართველოსა და თურქეთში.

რევოლვერის გამოგონებისთანავე დ. ჩოხაახალუხისა და ოჯახის სამკაულად იქცა.

ლიტ.: კ ა ხ ა ძ ე  ნ., მაჭახელის ხეობა, თბ., 1974.

კ. ჩოლოყაშვილი