დანიელიანი ჰაიკანუშ ბაღდასარის ასული

ჰ. დანიელიანი
ჰ. დ ა ნ ი ე ლ ი ა ნ ი ანუში ა. ტიგრანიანის ოპერა „ანუში"

დანიელიანი ჰაიკანუშ ბაღდასარის ასული [3 (15). XII. 1893, თბილისი, – 19. IV. 1958, ერევანი], სომეხი მომღერალი (ლირ. კოლორატურული სოპრანო). სსრკ (1939) და საქართველოს სახალხო არტისტი. სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1946).

1920 დაამთავრა პეტროგრადის კონსერვატორია. 1922–32 იყო თბილ., 1933–43 – ერევნის ოპერისა და ბალეტის სახელმწ. თეატრების სოლისტი. 1943–51 ერევნის კონსერვ. პედაგოგი (1949-იდან – პროფესორი).

შესრულებული აქვს პარტიები: ეთერი, ლატავრა (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი", „ლატავრა"; ამ უკანასკნელის პირველი შემსრულებელია, 1928); ანუში (ა. ტიგრანიანის „ანუში"); ოლიმპია (ტ. ჩუხაჭიანის „არშაკ II"); ანტონიდა (მ. გლინკას „სიცოცხლე მეფისათვის") და სხვ.

გამოდიოდა როგორც საკონცერტო მომღერალი. დ. არაყიშვილის რომანსების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი იყო. გამოირჩეოდა ლამაზი ტემბრის ხმით, მაღალი ვოკალურ-სცენური ოსტატობით, მკაფიო არტისტული ინდივიდუალობით.

მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.