დგებუაძე-ფულარია მარიამ (ფუცუ) დავითის ასული [15 (27). VIII. 1887, სოფ. ჩუნეში, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, – 23. VII. 1969, თბილისი], მწერალი.
დაამთავრა ქუთ. წმინდა ნინოს სასწავლებელი (1906). მუშაობდა მასწავლებლად საქართვ. სხვადასხვა რ-ნში.
პირველი მოთხრობა 1907 გამოაქვეყნა. თანამშრომლობდა უმთავრესად ჟურნ. „ნაკადულსა" და „ჯეჯილში". 1926–27 ქუთაისში ცალკე წიგნად გამოიცა მოთხრობები: „გრძნობათა ნანგრევებზე", „მოჩხუბარიძის სიკვდილი", „ჩაის მკრეფავები", „რუსუდანი", „ქალის გული" და სხვ.
1951 გამოქვეყნდა მისი მოთხრობების კრებული, შემდეგ წლებში რომანები: „ოქროს ბეჭედი" (1952) და „ტყვარჩელის ლამპიონები" (1954); ნარკვევი „მოღვაწე ქალები რევოლუციამდელ საქართველოში" (1957) და „მოგონებები" (1959).
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: თხზულებანი, სოხ., 1962; ოქროს ბეჭედი. რომანი. – მოგონებები. – ქართველი მოღვაწე ქალები, თბ., 1968.