დემურდაღი

დემურდაღი, მთა ივრის ზეგანზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. სიმაღლე 991 მ.

აგებულია მესამეული კონგლომერატებით, ქვიშაქვებითა და თიხებით. ჩრდ. და სამხრ. კალთები ციცაბოა, აღმ. და დას. – დამრეცი. სამხრ. კალთა დასერილია ხრამებით. შემოსილია სტეპური ბალახეულით.