დესი, სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კობის თემში (მცხეთა-მთიანეთის მხარე), თრუსოს ხეობაში. ზ. დ. 2250 მ, სტეფანწმინდიდან 38 კმ. 2002 აღწერით მუდმივი მოსახლ. არ არის.
სოფლის განაპირას, პატარა მდინარის პირას, დგას XIX ს. ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – წმ. გიორგის პატარა ეკლესია. ძეგლის ჩრდ.-აღმ-ით ქვაჯვარია აღმართული. გეგმით მართკუთხა ეკლესიას აღმოსავლეთით ერთადერთი კარი აქვს გაჭრილი. ინტერიერის დას. კედელში ორი პატარა ნიშია. ჭერი ბრტყელია და შეფიცრული, ფასადები – მარტივი.
ეკლესია შიგნით და გარეთ შელესილი და შეთეთრებულია, გადახურულია თუნუქის ორქანობიანი სახურავით.
გ. ბაგრატიონი